x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აეროპორტებში მგზავრების ბარგებიდან ამოღებული იარაღები, რომელთა შორის ნაღმსატყორცნის ნაღმიცაა

image მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში, სადაც უსაფრთხოების ნორმები სტანდარტებს ექვემდებარება ხდება მგზავრრებისა და მათი ბარგის სკანირება. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახური.
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ აეროპორტში უაფრთხოების ნორმები მაქსიმუმამდეა აყვანილი და პრაქტიკულად იმის შანსი, რომ ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი რომელთა გადატანა ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია ნულის ტოლია.
მართალია მე მიკვირს რატომ უნდა იყოს ბარგით ბენზოხერხის ან დანის გადატანა აკრძალული, მაგრამ მე ვფიქრობ მგზავრებს დეკლარაციაში არ ჰქონდათ მითითებული აღნიშნული ნივთების გადატანაზე, შესაბამისად ნივთები დაექვემდებარა კონფისკაციას.
რამდენიმე წლის წინ მივემგზავრებოდი შეერთებულ შტატებში ლონდონის გავლით, თან მიმქონდა ერთი თავი შებოლილი სულუგუნის ყველი, რომელიც ლონდონის აეროპორტში ჩამომართვეს, თუმცა განმიმარტეს, რომ შემეძლო ყველი თვითმფრინავში ასლამდე მიმერთვა.
2 კილოიანი ყველის მირთმევა არაა მარტივი საქმე და არც მე მისარგებლია ამ შემოთავაზებით ბუნებრივია და ყველი დარჩა აეროპორის საკონფისკაციო განყოფილებაში.
გთავაზობთ სურათებს თუ რის გადატანას ან რა ფორმით ცდილობენ მგზავრები თვითმფრინავებით, აქაა ცეცხლსასროლი იარაღების დიდი კოლექცია, ასევე ცივი იარაღების საკმაოდ დიდი მოცულობა, თავად ჯვარში და თმის სავარცხელში დამალული დანებიც კი.
ბარაქალა ამერიკელ, ტრანსპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს, აქ ბევრი ისეთი ნივთია რომელსაც სამწუხაროდ ბევრი ქვეყნის აეროპორტებში უბრალოდ გაატარებდნენ.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
























0
129
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
129