x
image
თეონა გორდეზიანი
რა დაგვეხმარება დავამარცხოთ კომპლექსები და ვიპოვოთ საკუთარი თავი...
image



1)- ბავშვებო, სუფრას მიუსხედით, მიგვითითა ხალხით სავსე ოთახში მე და ჩემსძმას მასპინძელმა. ჩვენ თავები დავხარეთ და მორიდებისგან არ ვიცოდით რა გვექნა. მოდით ბავშვებო, გავიგონეთ მამის ხმაც და მერე კი გავემართეთ სუფრისკენ...სადაც მასპინძლის შვილებიც და სხვა სტუმრების შვილებიცუკვე დამსხდარიყვნენ...


2)საღამოა. სტუმრები ჩვენ მისაღებ ოთახში ქართულ მუსიკალურ გადაცემას უყურებენ მშობლებთან ერთად. მე და ჩემმა ძმამ ჭადრაკის თამაში გადავწყვიტეთ და სწრაფი ნაბიჯით ტელევიზორის წინ "მოგვიწია" გავლა.

ბავშვებო, რა უნდა თქვათ? მოგვაძახა დედამ. ბოდიში, მივტრიალდი და ვუპასუხე დამნაშავესავით...



3)დედას სამსახურში ვესტუმრე სკოლის შემდეგ, ორ მეგობართან ერთად.

(13 ან უფრო 14 წლის ვიყავი). დილით გასაღების წაღება დამვიწყებოდა...

უკაცრავად, დედაჩემი გასულია? შევაღე კარი და მოვათვალიერე სივრცე.

შემოდი, შემოდი, ახლავე მოვა. დედამაც სადღაც 5 წუთში მოიცალა და გამოვიდა შემოსასვლელში, თბილად მოიკითხა და მიესალმა ჩემს მეგობრებს და მერე მე მომიტრიალდა: "ეს რა ჩაგიცვამს? ქამარიც არასწორად გიკეთია, თმა? დილით არ დაივარცხნე? მოკლედ, მე თუ არ მოგხედე ივლი ასე აჯაჯული ყოველთვის. შეხედე შენს მეგობრებს, რა მოწესრიგებულები არიან, დაქალებისგანმაინც აიღე მაგალითი. ესენი უფრო გვანან ჩემს შვილებს... "

( გრძნობა რაც მქონდა არ გავიხსენებ, თუმცა 15 წლის შემდეგაც კარგად მახსოვს...)


4) ზაფხულის არდადეგებია. დედა რეკავს... "შვილო, შარვალი, მაისური, ლიფი, ტრუსიკები... ძალიან ლამაზი შემოსაცმელიც გიყიდე, სასკოლოდ.

(ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა, აარჩია, მე ამ დროს უკვე 16 წლის ვარ)


5) ბანკეტის დრო მოახლოვდა. აბიტურინტობის ქარცეცხლში ვარ. დავრბივარ მერე ვზივარ, ვზივარ, ვწერ, ვკითხულობ, ვხსნი, მძინავს... სიახლისთვის ვემზადები...

დედი, კაბა ვნახე ძალიან ლამაზია. უკვე ვიცი როგორი ფეხსაცმელიც მოუხდება, შევათვალიერე. ჩემი თანამშრომლის გოგო "კლაჩის" გვათხოვებს, ვეტყვი საყურეებიც წამოიყოლოს და გაიპრანჭები. შენ მაინც არ გცალია ასარჩევად და სასიარულოდ.


6) ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, დედაჩემს თავის თანამშრომელი:-" შენი გოგო ჩემს მეზობელ ბიჭთან ერთად დავინახე"...

დედა საღამოს, აღებს ოთახის კარს და მესმის სიტყვები, რომელიც ახლაც ცხადად ჩამესმის (სახეც მახსოვს) : "ან მე, ან ის... აირჩიე. და კარი მიიჯახუნა.

(ამ დროს ისევ 16 წლის ვიყავი )



* * *

შედეგი:

გავიზარდე - მორიდებული, კომპლექსიანი, ჩამოუყალიბებელი გემოვნებით, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების დაბალი უნარით, დაბალი თვითშეფასებით...

* * *

ვიბრძოლე და პირველ რიგში დავამარცხე მორიდებულობა. ძალიან დიდხანს ვინმე რაიმეს რომ მიმითითებდა, მეტყოდა, შემაქებდა ვწითლდებოდი და თავს ვხრიდი.

ვიბრძოლე და დავამარცხე ჩაცმულობასთან დაკავშირებული კომპლექსი, სულ მქონდა განცდა, რომ ეს ამას არ უხდება და აი, ეხლა ვინმე მიმითითებს ამაზე. ოჯახის წევრი თუ მეგობარი...

დავამარცხე სხვის გადაწყვეტილებებზე ცხოვრების პერიოდი. ვგეგმავ, ვფიქრობ და არ ვცდები.არ შევცდი სწორად წამეყვანა ჩემი პროფესიულითუ პირადი ცხოვრება.

და ბოლოს არც ისე დიდი ხნის წინ ( თითქმის 30 წლის ასაკში) მაგრამ დავამარცხე...

ჩემს თავზე ყოველვის ცუდი წარმორდგენა მქონდა. მე მაინც არ ვარ ლამაზი, მაინც არ მომიხდება, მაინც ვერ წავალ, მაინც ვერ გავაკეთებ და ასე უსასრულოდ... ჰოდა, ვიბრძოლე და დავამარცხე... მე საკმარისად ლამაზი ვარ რომ მოვიპოვო კეთილგანწყობა გარშემომყოფებში, მე საკმარისად ჭკვიანი ვარ რომ ვიპოვო ჩემი პროფესიით ჩემი საყვარელი სამსახური. .. მე საკმარისად გონიერი ვარ, რომ მივაღწიო სხვა წარმატებებსაც და არასდროს გავჩერდე განვითარების კუთხით.



არ მოვიყვანე ეს მაგალითები იმის სადემონსტრაციოდ რომ მშობლებს ყველაფერიეშლებოდათ, რომ მშობლების გამო მომიწია ამდენი კომპლექსის დაძლევა და ვისაც ეს გამოუცდია არც თუ ისე ადვილი საქმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.


პირველ რიგში იმიტომ დავწერე, რომ მეც მშობელი ვარ და არ მინდა უაზრო სტერეოტიპებით გამოვუჭედო თავი ჩემს შვილს. მინდა იყოს ზრდილობიანი, თავაზიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი. მინდა დამსახურებისას ისე შევაქო, რომ თადაჯერება მოემატოს და უკეთესი "საქმეები" გააკეთოს, მინდა თუ რაღაც არ მომეწონება არ გავუმახვილო ყურადღება და დაველოდო როდის ცდის კიდევ ერთხელ და როდის გამოუვა უკეთ.

მეორე მიზეზი რატომაც დავწერე, ისაა რომ ჩემი ასაკის ბევრი ადამიანია ჩემსავით კომპლექსიანი, მშობლების შეზღუდვების "მსხვერპლი". მშობლები, რომლებიც იყვნენ ასევე გარემოებების მსხვერპლი და სულაც არ გვიკეთებდნენ ამას ცუდი განზრახვით. გვიკეთებდნენ იმიტომ რომ თვითონაც ასე გაიზარდნენ, მიგვითითებდნენ იმიტომ რომ თვითონაც ასე მიუთითეს და არ იცოდნენ მიდგომები. დაგვაშორეს პირველ სიყვარულს იმიტომ რომ სირცხვილი იყო ასე თამამად სეირნობა. ისეთ ასაკში, როცა თინეიჯერმა შეიძლება ათასი სისულელე გააკეთოს სიყვარულისთვის... ( უბრალოდ მე არ ვიყავი საკმარისად მამაცი, რომ რამე მომემოქმედებინა...)

მესამე მიზეზი, ისაა რომ მინდა როცა ადამიანი მშობლობას გადაწყვეტს გაიაზროს, ბევრი იკითხოს ლიტერატურა. უკვე უამრავი ვიდეო თუ სხვა საინფორმაციო საშუალებაა, რომ გაეცნო ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომებს. ბევრი საშუალებაა ჩართო შვილი ისეთ აქტივობებში, რომ პატარა ასაკიდანვე იყოს გონებაგახსნილი და დამოუკიდებელი. ასაკის შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებდეს. როცა გაიზრდება შეცდომებსაც უშვებდეს და ამ შეცდომებზე სწავლობდეს.




იმისთვის რომ ჩემი თავი მეპოვა გადავლახე ბარიერები და დამეხმარა ის განწყობა, რომელიც მიზნების მისაღწევად დავისახე. ამ მაგალითების გარდა ძალიან ბევრი კარგი და ტკბილი მოგონება მახსოვს ჩემი, ჩემი ძმის და ჩემი მშობლებთან ურთიერთობის დადებით მხარეებზე, რომელზეც მისაუბრია და კიდევ ბევრჯერ დავწერ.























0
59
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0