ცნობილი ამერიკელი მოდელი კარა დელ ტორო რომელიც ამჟამად 29 წლისაა დაიბადა და გაიზარდა ჰიუსტონში.
მისი თქმით მას არასოდეს უოცნებია გამხდარიყო მოდელი, მეტიც მისი ოცნება იყო გამხდარიყო ცნობილი მუსიკოსი, 8 წლის ასაკიდან წარმატებით უკრავდა პიანინოზე, მშობლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი გოგონა მუსიკოსი გამოვიდოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა, გოგონა რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა მუსიკოსობაზე გახდა წარმატებული მოდელი.
მოდელი რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა და რომლის ანაზღაურებაც საათობრივად კოლოსალურად იზრდება.
კარა თანამშროლობდა და თანამშრობლობს მსოფლიოში ცნობილ სამოდელო სახლებთან, რეკლამას უკეთებს ბრენდულ საცურაო კოსტუმებს და ზოგადად ცნობილი ბრენდების ნაწარმს.
გარდა ამისა მოდელი ფილანტროპიც გახლავთ, გარდა იმისა რომ მუდმივად ეხმარება გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ასევე ეხმარება სამოდელო კარიერის შექმნაში ფინანსურად გაჭირვებულ, მაგრამ ნიჭიერ გოგონებს.
ასევე აფინანსებს ორგანიზაციის "DogsWithoutBorders" (ძაღლები საზღვრების გარეშე) პროექტებს.
სოციალური გვერდზე ჰყავს ასეულობით ათასი ხელმომწერი, რომლებსაც ხშირად ანებივრებს თავისი სურათებით და უნდა ითქვას, რომ ეს სურათები მართლაც ღირს დასათვალიერებლად.
გთავაზობთ მოდელის მოცულობით ფოტოკოლაჟს და ჩემი სიტყვების რეალობაში თავადვე დარწმუნდებით.