x
შეარჩიე იდეალური საჩუქარი - " Maroom " თან ერთად
ვალენტინობაც გვიახლოვდება, არის ერთგვარი ფაციფუცი საჩუქრის მაღაზიებში, თუმცა საბოლოოდ ვერ შეგვირჩევია ის, თუ რა გვინდა ადამიანისთვის, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენთვის. დღევანდელი სტატიის წაკითხვის შემდეგ საჩუქრის შერჩევა იქნება ბევრად მარტივი ვიდრე წარმოგედგინათ.

image

Maroom

გახლავთ ხელნაკეთების მაღაზია, რომელიც შექმნა 21 წლის უსაყვარლესმა, უნიჭიერესმა, სიყვარულით სავსე გოგონამ - მარიამ ხიდაშელმა.


მარიამი გახლავთ დიზაინერი, კერძოდ, მხატვრულ ქსოვილებს სწავლობს და მუშაობს ფლორისტად.

imageის გახლავთ მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ცდით, იდეით, მიაღწიო წარმატებას, აიხდინო ოცნება და შექმნა ისეთი რამ მთელი გულით, რომელსაც ხალხი შეიყვარებს, ატარებს, გააჩუქებს საყვარელ ადამიანებზე და ა.შ

როგორც თავად აღნიშნავს, მან თავიდან უბრალოდ შექმნა გვერდი და Maroom - თან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა, ამ ეტაპზე კი მას უკვე საკუთარი მაღაზია აქვს მისი შრომით, მონდომებით და მოტივაციით.

თავიდან მან დაიწყო აბადოკების ქსოვით, დღეს კი უამრავ სხვადასხვა ხელნაკეთს გვთავაზობს: ჩანთებს, თაიგულებს, ფოტო ალბომებს, ბოქსებს, ყვავილებს, ბეჭდებს, ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს და ა.შ.

გაეცანით ფოტოებს:imageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimage

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარიამს ძალიან უყვარს სხვა ადამიანების გახარება, ის ხშირად აკეთებს სხვადასხვა სახის გათამაშებებს და ასევე ამ ეტაპზე გახლავთ ახალგაზრდული ორგანიზაციის “ გზა მომავლისკენ" სპონსორი.

image


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ხარებავა
სოფიო ხარებავა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0