x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა" - გუკა რჩეულიშვილი
image

გუკა რჩეულიშვილმა გადაცემაში "ნოესთან", რომელიც ტელეიმედზე გადის ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო ლელა კილაძე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ გიგი უგულავას მეუღლე იყო:


„ლე­ლას ვიც­ნობ­დი ბევ­რი წელი….მტკვარზე მივედი, ლელა მის მეგობრებთან ერთად იყო, ისე სხვა­ნა­ი­რად ჩა­ვე­ხუ­ტედა რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდა. მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა. არ ვიცი, რატო ვიფიქრე ასე, ვიგრძენი. მე და ლელა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში დავ­ქორ­წინ­დით…


ნოე სულაბერიძის კითხვაზე: როცა თქვენს შორის გრძნობა გაჩნდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ლელა კილაძე პასუხობს:


„პირველი ემოცია იყო… რთული იყო. არ ვიცი რამდენად გულწრფელი შემიძლია, ვიყო. უცებ არ დაწყებულა. თავიდან მეგობრობით დავიწყეთ. დავინახე და შემოიყვარდა ასე არ ყოფილა. ჩემი მეგობარი ამბობდა, გუკასთან არ მოიწყენო. ამ გართობაში აღმოვაჩინე, რომ თურმე შეყვარებული ვარ. ეს არც ისე ადვილი იყო. მე ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები მქონდა, რომელსაც რაღაც ეტაპზე თავი ვერ გავართვი“, – იხსენებს ლელა კილაძე.


გუკა რჩეულიშვილი: "გი­გის შევ­ხვედ­რი­ვარ, თუმ­ცა მას­თან მძაფ­რი სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გიგი ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­თა სი­ა­ში შე­დის, ვის­თა­ნაც შერ­ცხვე­ნი­ლი ვარ. მე­გო­ბა­რი არ იყო, მაგ­რამ ვიც­ნობ­დი და გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და".


შემდეგ წყვილმა ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც გუკას ლელასთამ მიახლოება აეკრძალა.


„ეს იყო, რთული მომენტი. რადგან აღმოჩნდა, რომ თავის თავს საფრთხეს უქმნიდა და ჩვენს ოჯახს უქმნიდა საფრთხეს. მაიამ და რუსომ ციხიდან ძალა მომცეს, ასე რომ არ ყოფილიყო, მარტოს გამიჭირდებოდა“. – იხსენებს ლელა კილაძე და დასძენს, ჩემთვის პირველ რიგში მთავარი იყო, რომ გუკა გადარჩენილიყო ფიზიკურად. თრინითიმ განიცადა ეს ყველაფერი. ახლა ძალიან ბედნიერია, სახლში რომ მოდის და გუკას ხედავს, ეხუტება და ასეა ყოველთვის“. – იხსენებს ლელა კილაძე.


ამავე პერიოდზე ისაუბრა გუკა რჩეულიშვილმაც:


„ვხვდებოდი, რომ ციხე მჭირდებოდა. დაკითხვაზე რომ მივედი, რაღაც ნივთიერება მივიტანე და ეს მაქვს -მეთქი, მინდოდა, რომ ამ ნივთიერებისთვის დავეჭირე, მაგრამ მაინც ამ მუხლით მომიწია ჯდომა“, – ამბობს გუკა რჩეულიშვილი.


გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი ლელა კილაძეა…



1
640
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
640
  
2022, 1 თებერვალი, 20:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1