ტექნოლოგიური სიახლეები სუპერიახტა ფანტასტიკის სფეროდან თავის შიდა ჩანჩქერით და აკვარიუმით 2022, 29 იანვარი, 19:13 იახტის ფანატიკოსმა შეიმუშავა სუპერიახტის გასაოცარი დიზაინი, რომელიც ფუფუნების და სიმდიდრის გამოხატულებაა და რომელიც შეეფერება ნებისმიერ თავმოყვარე მილიარდერს. ჰიპოთეტური მეგა-იახტა, რომელსაც მისმა დიზაინერმა, დენის სუკამ დაარქვა სახელი Mogul 777, ამაყობს რამდენიმე წარმოუდგენელი მახასიათებლით, გარდა იმისა, რასაც ჩვენ არ მოველით ასეთი გემებისგან, როგორიცაა აკვარიუმი და ჩანჩქერი. აღარაფერს ვამბობთ ფუფუნების ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ორი აუზი (ერთი დახურული, ერთი ღია), პანორამული ჯაკუზი გემბანზე, ბუხარი, ვერტმფრენის მოედანი, პლაჟის ზონა, ასევე ფართო გარე სოციალური სივრცეები სტუმრების გასართობად. Mogul 777 -ის სიგრძე 77 მეტრია. მას აქვს ფოლადის კორპუსი და ალუმინის ზედნაშენი - და სავსეა ფუფუნებით, მათ შორის არის ცხრა კაიუტა და მასტერ-ლუქსი ფართო გემბანით. სავარაუდო მაქსიმალური სიჩქარე 17-20 კვანძია და შეუძლია 18-მდე სტუმრის განთავსება ცხრა კაიუტაში და მასტერ-ლუქსში. მაგრამ მილიარდერისთვის გასართობად იახტის ცენტრალური ელემენტი იქნება, რომელიც ყველას ყურადღებას მიიპყრობს, სადაც არის დახურული აუზი, რომელსაც აქვს ჩანჩქერი, რომელიც მასში აკვარიუმიდან ჩაედინება და რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ ზღვაში ჩაყვინთა, რათა წყლის ქვეშ თევზები იხილოთ. თუ რა ეღირება მილიარდერებისთის განკუთვნილი ეს "სათამაშო", დენის სუკა არა აზუსტებს. სუკა ამბობს, რომ იახტის უკანა გამბანზე მოწყობილი სოციალური სივრცეები საუკეთესო ნაწილია, სადაც მფლობელს შეუძლია წვეულება მოაწყოს და დრო გაატაროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. 921 2-ს მოსწონს
|