x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508866
ვიდეო: გედმა ლონდონში მეტროს მუშაობა შეაჩერა
image

გამოცემა UPI-ს ცნობით, ლონდონის მეტროპოლიტენის მუშაობა პარალიზებული იქნა გედის გამო, რომელიც ლიანდაგზე იმყოფებოდა. გედის გამო მატარებლები ერთი საათით გაჩერდნენ.


სადგურ South Acton -ზე მგზავრები უჩვეულო სურათის მომსწრენი გახდნენ. ლიანდაგზე თეთრი გედი იჯდა და ადგილის დატოვებას არ აპირებდა. ხალხის ყვირილმა, რომლებიც ცდილობდნენ ფრინველის შეშინებას, შედეგი არ გამოიღო.


პრობლემის მოსაგვარებლად მეტროს თანამშრომლები გამოიძახეს. სანამ ისინი ცდილობდნენ გედის უსაფრთხოდ გადაყვანას, მატარებლის 14 მარშრუტი გაუქმდა და გადამისამართდა.


"ჩიტი დეზორიენტირებული იყო და არ იცოდა რა ექნა. მას წონა დიდი ჰქონდა და დიდი ალბათობით გედს უბრალოდ არ შეეძლო გაფრენა." - ნათქვამია განცხადებაში.


ფრინველის გადარჩენის შემდეგ ის ვეტერინარებს გადაეცათ. ექიმებმა გედი გამოიკვლიეს, რის შემდეგაც ფრინველი გაუშვეს.


0
74
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0