x
image
თეონა გორდეზიანი
პირობები, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ სასოწარკვეთილების დროს...
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეუგრძნია იმედგაცრუება. იმედგაცრუება პირად ცხოვრებაში, სამსახურში... მეგობართან ან უფროსთან ურთიერთობაში...

იმედგაცრუება რაიმეს მოლოდინის დროს, როცა რაიმე სიახლეს გულანთებული ელოდები და მოვლენები სულაც არ ვითარდება ისე როგორც ამას შენ გეგმავდი. ადამიანები ამ დროს მარტო რჩებიან საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან.

არსებობენ ადამიანები რომლებიც შვებას საუკეთესო მეგობართან საუბრით გრძნობენ და გამოთქმა - თუ გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც ყველაფერს მოუყვები, მაშინ გვერდით ღმერთი გყოლიაო, ნამდვლად ჭეშმარიტია.

ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავის ფიქრებთან რჩებიან და უწესებენ თავს რაღაც პირობებს, რომ არ დანებდეს, გაძლიერდეს... ეს პირობები ადამინს ეხმარება გახდეს უფრო მიზანდასახული და არ დაიკარგოს წარუმატებლობის გავლენით, არ აცდეს ჭეშმარიტ გხებს...


image

ძირითადად იმედგაცრუებული ადამიანი მაშინაა, როცა პირად ურთიერთობაში არ გაუმართლებს. ეს უფრო თინეიჯერობის ასაკისთვის ნაცნობი შეგრძნებაა. ეს პირობები კი ამ ასაკში განცდილ ემოციებს გაგახსენებთ.


არასდროს შევიყავრებ ისე, როგორც მთვარეს უყვარდა მზე...

არასდროს შევიყვარებ ისე როგორც მიწას უყვარს ცა...

არასდროს შევიყვარებ ისე, როგორც ჯულიეტას უყვარდა რომეო....

რომ არ იყოს არარეალური, რომ არ იყოს შეუძლებელი...

არასდროს ვიტირებ ისე, რომ ცრემლები არად ღირდეს...

არასდროს ვიცინებ ისე, რომ დაიჩაგროს ვინმე...

არ გავიზიარებ უაზრო წესს...

არ დავივიწყებ ვინ ვიყავი...და ვინ მინდა ვიყო.

რა უნდა გავაკეთო ხვალ...

არასდროს შევჩერდები, თუნდაც ბნელში ვერ ვაგნებდე ჭეშმარიტ გზას...

არასდროს გამოვითხოვ დახმარებას სხვისგან...როცა შემიძლია გავაკეთო იგივე...ჩემივე ხელებით....

არასდროს დავივიწყებ ადამიანს, რომელიც დამეხმარა, მეხმარება და დამეხმარება ვიყო ასეთი...

არასდროს დავივიწყებ ვისგანაც შევიმეცნე და ვის გამოც გადავწყვიტე ვიყო ისეთი როგორიც ვარ...

თუმცა ნათქვამია არასდროს თქვა არასოდესო...მაგრამ თუ კი ერთ-ერთ ''არასოდეს'' მაინც დავარღვევ მხოლოდ მაშინ შევწყვეტ ფიქრს ამ ბანალურ, მაგრამ პრინციპად ქცეულ ''არასოდესზე.''


0
16
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0