x
image
intermedia.ge
Mediator image
რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."
image

რას მო­გი­ტანთ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის, სი­ხა­რუ­ლის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის თევ­ზებ­ში გა­დას­ვლა კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ, თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გა­და­ვი­და 2021 წლის 14 მა­ისს და რამ­დე­ნი­მე რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ და­ტო­ვებს მას 2022 წლის 21 დე­კემ­ბერს. იმი­სათ­ვის, რომ უკეთ გა­ერ­კვეთ იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნა­ში, გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში 2010 წელს.


ვერ­ძი


იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­თორ­მე­ტე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცეთ, გა­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის ფა­რუ­ლი წყა­რო, ან იზო­ლა­ცი­ა­ში (ჩა­კე­ტი­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა) მუ­შა­ო­ბამ მო­გი­ტა­ნოთ წარ­მა­ტე­ბა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა "თა­ვით გა­და­ეშ­ვას" თა­ვის პრო­ექ­ტში და გარე სამ­ყა­როს მოს­წყდეს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სა­კუ­თარ თავ­თან, ში­ნა­გან სამ­ყა­როს­თან მუ­შა­ო­ბა. ფული შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ მო­რი­გე­ო­ბით მუ­შა­ო­ბამ, ან შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, მი­ი­ღოთ გა­სეს­ხე­ბუ­ლი ფული ან ადრე და­ბან­დე­ბუ­ლის­გან სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან, სეს­ხის­გან. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ტა­ცოს ეზო­ტე­რი­კამ, მო­უნ­დეს წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ან გან­მარ­ტო­ე­ბა (მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა). მე-12 სახ­ლი გა­ნა­გებს ყვე­ლა­ფერ ფა­რულს და ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლი რო­მა­ნიც კი გა­აბთ. ან მო­გე­ცეთ ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლის შან­სი. გირ­ჩევთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან.



კურო


იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­თერ­თმე­ტე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, კა­რი­ე­რა. აგ­რეთ­ვე, ფულს მო­გი­ტანთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბიც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი, ზოგს კი სწავ­ლის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს სხვა ბავ­შვი - ანუ გახ­დეთ ნათ­ლია ან და­ქორ­წინ­დეთ შვი­ლი­ან პარტნი­ორ­ზე. წარ­მა­ტე­ბა ელით მათ, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც ინ­ტერ­ნეტ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: ონ­ლა­ინ­გა­ყიდ­ვე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზია, ონ­ლა­ინ­ბიზ­ნე­სი. სას­წავ­ლო და სა­რეკ­ლა­მო ბლო­გიც კი წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. გახ­სოვ­დეთ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ მა­შინ, როცა პირ­ველ ნა­ბიჯს თა­ვად გა­დად­გამთ. ასე, რომ თა­მა­მად და გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ.


ტყუ­პი


იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­ა­თე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა, კა­რი­ე­რი­სა და სტა­ტუ­სის სახ­ლს ეს­ტუმ­რე­ბა. გირ­ჩევთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ ამ სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლიც კი გახ­დეთ. გა­ა­ფარ­თო­ოთ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი ან და­ი­წყოთ კერ­ძო საქ­მი­ა­ნო­ბა. იშო­ვოთ სამ­სა­ხუ­რი პრო­ფე­სი­ით. სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქორ­წი­ნე­ბი­თაც და ტყუ­პის უმე­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა იუ­პი­ტე­რი ტრან­ზი­ტის დროს და­ქორ­წინ­დეს. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და სირ­თუ­ლე­ებს არ უნდა შე­უ­შინ­დეთ, პი­რი­ქით, ის უნდა გახ­დეს ბიძ­გი, რომ გან­ვი­თა­რე­ბა, წინსვლა შეძ­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თმა კი პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­წყვი­ტოთ წას­ვლა. შე­იძ­ლე­ბა თქვენს ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რი შე­მო­ვი­დეს ან მი­ი­ღოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი.


კირჩხი­ბი


იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­ცხრე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. ორ­მა­გად გა­გი­მარ­თლებთ და უნდა იაქ­ტი­უ­როთ. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, სა­დაც კი თქვენს მზე­რას მი­მარ­თავთ. მე­ცხრე სახ­ლი არის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის სახ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­და­გე­შა­ლოთ, რა­საც ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დით. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებთ, ან თა­ვად ატა­რებთ ლექ­ცი­ებს. გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, კლი­ენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ შეძ­ლოთ გამ­გზავ­რე­ბა ემიგ­რა­ცი­ის, მუ­შა­ო­ბის ან სწავ­ლის მი­ზე­ზით. მი­ი­ღოთ დახ­მა­რე­ბა ან ფული უცხო­ე­თი­დან ან მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. ზო­გი­ერ­თი კირჩხი­ბი შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ და­ქორ­წინ­დეს, ზოგ­საც შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნოს.


ლომი


იუ­პი­ტე­რი თქვენს მერ­ვე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა, რაც გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ პარტნი­ო­რის­გან (მე­უღ­ლის­გან). შე­იძ­ლე­ბა იქორ­წი­ნოთ მდი­დარ ადა­მი­ან­ზე, მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა ან შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი კრე­დი­ტით, სეს­ხით, ოჯა­ხის წევრთან ერ­თად სა­ერ­თო ფუ­ლით. მი­ი­ღოთ სარ­გე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან. ერთი სი­ტყვით, თქვენს სა­ფუ­ლე­ში მოხ­ვდე­ბა თან­ხა, რო­მე­ლიც თქვენ არ გა­მო­გი­მუ­შა­ვე­ბი­ათ.


ქალ­წუ­ლი


იუ­პი­ტე­რი თქვენს მეშ­ვი­დე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. ეს არის პარტნი­ო­რო­ბის სახ­ლი. თუ ძი­ე­ბა­ში ხართ, კე­თილ­შო­ბი­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში (საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი). ძა­ლი­ან ხში­რად, სწო­რედ იუ­პი­ტე­რის ტრან­ზი­ტის დრო ხდე­ბა ხოლ­მე და­წყვი­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც გექ­ნე­ბათ. ეს რაც შე­ე­ხე­ბო­და მარ­ტო­ხე­ლებს. უკვე და­წყვი­ლე­ბუ­ლებს კი პარტნი­ორს გა­ა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა საქ­მი­ა­ნი სფე­რო. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კლი­ენ­ტებ­თა­ნაა და­გავ­ში­რე­ბუ­ლი, მო­გე­მა­ტე­ბათ; გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან მდი­და­რი, გავ­ლე­ნი­ა­ნი კლი­ენ­ტე­ბი. მო­გე­ცე­მათ თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.


სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.



0
104
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0