x
მეტი
  • 02.12.2022
  • სტატია:124059
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496655
ბეზოსმა დაბერების სამკურნალო საშუალებების შემუშავებაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო

image


Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო დაბერების საწინააღმდეგო სტარტაპში, სახელწოდებით Alto Labs-ი. ამის შესახებ The Sunday Times იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სტარტაპში აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ბეზოსმა უკვე მოიყვანა 59 წლის ჰელა ბერონი. მანამდე ის იყო ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის GlaxoSmithKline-ის მთავარი მეცნიერი.უკვე ცნობილია, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ
ნობელის პრემიის ლაურეატები სინია იამანკა, რომელმაც ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების მიღებისთვის პრემია მიიღო, ასევე, ჯენიფერ დუდა. მან კი პრემია ქიმიაში გენომის რედაქტირების მეთოდის შემუშავებისთვის მიიღო.

ვარაუდობენ, რომ შედეგისკენ მიმავალ გზაზე მეცნიერები გეგმავენ შეისწავლონ უჯრედების რეპროგრამირების პროცესი, ანუ მათი დაბრუნება ღეროვან მდგომარეობაში.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჯერ ნაადრევია პროექტის წარმატების გარანტია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მკვლევარები დაბერების საწინააღმდეგო სფეროში ახალი აღმოჩენების გაკეთებას შეძლებენ.

0
198
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0