გასული საუკუნის 90-იანი წლების შავბნელი პერიოდის კადრები, რომელიც ბევრს გაახსენებს თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარეს
ამ კადრში რუსი მებრძოლი თავს ითბობს კურს დაკარგული საბჭოთა ფულის დასტებით ჩეჩნეთში.
ზოგადად 90-იანი წლები იყო საშინელება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისათვის, საქართველომ სხვებზე უარესი დღეები და წლები გადაიტანა, იქნებოდა ეს სამოქალაქო ომით გამოწვეული ტრაგედია, ომი სამაჩაბლოში, აფხაზეთიდან ასეულობით ათასი ქართველის და არა მხოლოდ ქართველის დევნილებად ქცევა, სიბნელე, შიმშილი, კრიმინალი და ათასგვარი სხვა უბედურება.
მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ რუსეთს ჩვენზე ათასგზის მეტი რესურსი ჰქონდა არც რუსეთი დარჩა ყველა იმ უბედურების მიღმა რაც, ჩვენ ქართველებმა გამოვიარეთ.
იქაც გამოსცადეს უმუშევრობა, უშუქობა, კრიმინალის მომძლავრება, პროდუქტების კატასტროფული დეფიციტი, გათბობის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და ანარქია სახელმწიფოში.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ბორის ელცინი მიფრინავს ჩელიაბინსკში საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავის წარსადგენად სპორტული შარვლით და ჰასტუხით.
ლეგენდარული მოჭადრაკე გარი გასპაროვი ეთამაშება ჭადრაკს კომპიუტერს "
Deep Blue"-ს.
მოსკობის მილიციამ მეტროში დააკავა რუსი მეძავი გოგოები 1997 წელი.
ვლადიმერ პუტინი მეგობრების გარემოცვაში 1999 წელს.
მოსახლეობა ვაჭრობს რუსეთის ავიაციის მიერ განადგურებული ჩეჩნეთის დედაქალაქის ქუჩეში. 1995 წელი.
ტალონები პროდუქტებზე და საყოფაცხოვრებო გამოყენების ქიმიაზე.
მოსკოვშო დომოდედოვოს აეროპორტში მგზავრებისათვის ჩამორთმეული იარაღების კოლექცია.
1998 წლამდე რუსეთში წიგნების მაღაზიაშიც კი შეიძლებოდა ალკოჰოლური სასმელის ყიდვა.
რუსეთის ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მეუღლესთან და შვილთან ერთად 1997 წელი.
ბორის ბერეზოვსკი აღნიშნავს "ТВ-6"-ის ყიდვას.
მეცნიერი სუხორუკოვი აკონტროლებს ლნისის მავზოლეუმში ტემპერატურის და ტენიანობის პარამეტრებს 1997 წლის 16 აპრილს.