x
მეტი
  • 09.11.2024
  • სტატია:138142
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511852
“აფთიაქებში რაც ვაზელინი იყო, სულ ქართველ ხელოვანებს უყიდიათ” - რა პოსტს ავრცელებს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, ქუთაისის თეატრის ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ადმინისტრაციის მიერ კულტურის მინისტრ, თეა წულუკიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან ამგვარი საქციელი "პოლიტ-ქალაქის" წამყვანს ერთ გაცვეთილ ხუმრობას აგონებს.


"თეა წულუკიანის დაბადების დღე ყოფილა და ერთი გაცვეთილი ხუმრობა რომ გამოვიყნოთ, აფთიაქებში რაც ვაზელინი იყო, სულ ქართველ ხელოვანებს უყიდიათ.


აქ ვიღაცები გულუბრყვილოდ კითხულობენ, დაბადების დღის მილოცვაში ცუდი რა არისო? არც არაფერი, უბრალოდ დაბადების დღე შეიძლება მიულოცო ოჯახის წევრს, მეგობარს, ფესბუკ ფრენდს, ილია ჭავჭავძაეს, მარადონას. მინისტრს რატომ უნდა მიულოცო? თან კოლექტიურად?", – წერს მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, "ფეისბუქის" მომხმარებელთა ნაწილი თეატრის მხრიდან ამგვარ ქმედებას იწონებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც ჟურნალისტს გამოთქმულ მოსაზრებაში სრულ სოლიდარობას უცხადებდა და ეთანხმებოდა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს თეა წულუკიანის დაბადების დღე იყო, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ქუთაისის ოპერის თეატრმა კულტურის მინისტრს დაბადების დღე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პერსონალურად შემდეგი ტექსტით მიულოცა.


"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს - ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა"- ნათქვამი იყო თეატრის სახელით გავრცელებულ მისალოც მიმართვაში.





0
845
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
845