x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120533
  • ვიდეო:354518
  • სურათი:492613
როგორ ცხოვრობდნენ მოზარდები უკაცრიელ კუნძულზე ერთი წლის განმავლობაში
image

ეს ამბავი, რომელიც მოხდა 1965 წელს, დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი და ამავე დროს ბედნიერი ისტორია თანამედროვე რობინზონების გადარჩენის შესახებ. ექვსმა ბიჭუნამ მთელი წლის განმავლობაში მიტოვებულმა უკაცრიელ კუნძულზე, არა მხოლოდ გადარჩენა მოახერხა, არამედ ისე კომფორტულად მოიწყო ცხოვრება, რომ პრინციპში განსაკუთრებული გაჭირვება არ განუცდიათ.


image


1965 წელს ტონგას სამეფოში ექვს მოზარდ ბიჭს მობეზრდა ქრისტიანული სკოლა-ინტერნატი, სადაც სწავლობდა და გაქცევა გადაწყვიტა. 13-დან 16 წლამდე ექვსმა ბავშვმა მოიპარა ნავი და გაცურა ფიჯიში ჩასვლის იმედით. მათ არც რუკა ჰქონდათ და არც ზღვაზე ცურვის გამოცდილება. გასაკვირი არ არის, რომ მათი ნავი მცირე ქარიშხალში მოხვდა და მაშინვე დაკარგა მითითებულ მიმართულებით ცურვის უნარი. ისინი ტალღების განგებით კარგა ხანს მიცურავდნენ ბოლოს კი აღმოჩდნენ კლდოვან დაუსახლებელ კუნძულზე, სახელად ატა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გადარჩენის გარეშე, ბიჭები სწრაფად დაიხოცებოდნენ შიმშილით. მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. ბიჭები კუნძულზე 15 თვე დარჩნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი მშვიდად და ჯანმრთელად ცხოვრობდნენ. თავიდან ჭამდნენ თევზსა და ფრინველებს, რომელთა დაჭერაც შეეძლოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს საუკუნოვანი დასახლების ნაშთები კულტურებითა და ქათმებით, სოფლის მეურნეობას შეუდგნენ. აგროვებდნენ და ინახავდნენ მტკნარ წყალს. მათი მეურნეობა მალე ისე ორგანიზებული გახდა, რომ დრო გამონახეს დასვენებისა და გართობისთვის. ბიჭებმა კუნძულის ერთი კუთხე გადააკეთეს "სავარჯიშო დარბაზად", მეორე კი ბადმინტონის კორტად. ისინი აწყობდნენ სახალისო წარმოდგენებსა და ლოცვით შეკრებებს.



image
ბიჭებმა შეძლეს თავიანთი ცხოვრების ისე ორგანიზება, რომ ჩხუბმა და სკანდალებმა საფრთხე არ შეუქმნას პატარა კოლონიის კეთილდღეობას.

დროდადრო კონფლიქტები გარდაუვალი იყო, მაგრამ კუნძულელები მათ წყვეტდნენ მოჩხუბარი წყვილს ერთმანეთისგან და კოლექტივისაგან განცალკევებით „ტაიმ-აუტის“ განაჩენის მეშვეობით. ტაიმ-აუტი ყოველთვის იმით სრულდებოდა, რომ ჩხუბის ორივე მონაწილე მშვიდდებოდა და ჯგუფში დასაბრუნებლად მზად იყო. ერთ-ერთი ბიჭი სტივენი კლდიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. დანარჩენებმა ფეხი ჩაუსვეს და სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდა, მთელი ჯგუფით უვლიდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ სტივენი სრულიად გამოჯანმრთელდა.

საბოლოოდ, მოზარდები დაჭკვიანდნენ და გადაწყვიტეს კუნძულის დატოვება. ისინი წარუმატებლად ცდილობდნენ ტივით ზღვაზე გასვლას. ბოლოს ავსტრალიურმა გემმა დააფიქსირა მათი სასიგნალო ცეცხლი და საკმარისად მიუახლოვდა, რომ სანაპიროზე ბიჭები დაენახა. კაპიტანმა თავიდან არ დაიჯერა მათი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მივიდნენ იქ, მაგრამ როდესაც მან ბიჭები მატერიკზე დააბრუნა, გაიგო, რომ მათი ამბავი სიმართლე იყო. მთელ ქვეყანას უხაროდა დაბრუნების სასწაული. როდესაც მღელვარება ჩაცხრა, ისინი დააკავეს ნავის მოპარვისთვის, რომელითაც ზღვაზე მოგზაურობა განიძრახეს. ისინი გადაარჩინა იმავე ავსტრალიელმა კაპიტანმა, რომელმაც ნავის მფლობელს ფილმის სიუჟეტის უფლების გაყიდვიდან შემოსული წილი შესთავაზა. ფილმი გადაიღეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭები - უკვე ახალგაზრდა მამაკაცები - დაბრუნდნენ კუნძულზე. მომავალში მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს და ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, თავგადასავალს აღარ ეძებდნენ.

ასევე იხილეთ:

ჯადოქრობაში ბრალდებული ბავშვი

მშობლებმა თავიანთი 17 წლის ქალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გაყიდეს

0
317
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0