IT ლიდერებს სინთეზური საშვილოსნოს შექმნა სურთ, რათა ქალები ,,ორსულობის ტვირთისგან" გათავისუფლდნენ
საჰილ ლავინიამ, კონტენტ მარკეტინგის პლატფორმის Gumroad-ის დამფუძნებელმა, Twitter-ზე ისაუბრა ტექნოლოგიებზე მუშაობის აუცილებლობაზე, რომლებიც გაზრდის დაბადების რიცხვს. მისი წინადადება პასუხი იყო ილონ მასკის განცხადებაზე, რომ დედამიწაზე ნაყოფიერების შემცირების პრობლემა აწუხებს, რადგან ამან შეიძლება მარსზე კოლინიზაციის პროცესი გაართულოს.
“ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიებში, რომლებიც მშობიარობას გაცილებით სწრაფს, მარტივს, იაფს, ხელმისაწვდომს გახდის... სინთეტიკური საშვილოსნო და ა.შ."
ლავინიას მხარი დაუჭირა მისმა კოლეგამ, Ethereum ბლოკჩეინის სისტემის თანადამფუძნებელმა, რუს-კანადელმა პროგრამისტმა ვიტალი ბუტერინმა. მან აღნიშნა, რომ სინთეზური საშვილოსნოს შექმნა ქალებს საშუალებას მისცემს მეტი იმუშაონ, რაც შეამცირებს ფინანსურ უთანასწორობას მამაკაცსა და ქალს შორის.
“სინთეტიკური საშვილოსნო მოხსნის ორსულობის მძიმე ტვირთს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უთანასწორობას ქალსა და მამაკაცს შორის".
ინტერნეტში ბევრი ამ შემოთავაზებას ნეგატიურად შეხვდა და ცნობილი ფილმი “მატრიცა"-ც კი გაიხსენეს.