x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120615
  • ვიდეო:354550
  • სურათი:492660
"ამდენი ნეგატივის შემდეგ, კარგი ამბავი გვაქვს მეგობრებო" - რას წერს მეგი გოცირიძე

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს სასიხარულო ამბავს ამცნობს. გოცირიძის თქმით, გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც შვებულებაში 11 იანვრიდან იმყოფებოდა როგორც იქნა სამშობლოში დაბრუნდა.


image


შეგახსენებთ, რომ 73-დღიანი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ გორის მერმა დასვენება გადაწყვიტა და შვებულებაში გავიდა. ამ დრომდე მერის მოვალეობებს მის ნაცვლად მისი პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებდა. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, ხელისუფლებაში კი აცხადებდნენ, რომ ის სამუშაო ვიზიტით მივლინებაში იყო.



0
598
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
598