საზოგადოება მოდა და ჭარბი წონა 2012, 16 სექტემბერი, 14:31 ხშირად მოდა გვთავაზობს სტანდარტებს, რომელზეც ბევრი ვერც იოცნებეს.რჩევები ქალბატონებს, რომელთაც ერთ დროს ლამაზი ფორმებით "აღჭურვილი" სხეული ზედმეტი კილოგრამეებით შეევსოთ.
ასეთი ქალბატონები, ხშირად საკუთარი თავის მიმართ დაბალი თვითშეფასების არიან და ნაკლის დასაფარად უფრომო, ფართო სამოსს ანიჭებენ უპირატესობას.არიან ქალბატონები, რომელთაც არ აღელვებთ ზედმეტი წონა და მოურიდებლად იცმევენ რაც სიამოვნებთ, რომელიც არაესთეტიკური სანახავია. გირჩევთ, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დააკვირდეთ, ყველანაირი აღანგობის ქალბატონს შეიძლება ჰქონდეს რაღაცა პლუსი:ეს შეიძლება იყოს ლამაზი ყელი, მხრების კარგი მოყვანილობა, მკლავები, ტერფები, ხელის მტევნები და თითები.სამოსი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ თქვენი ღირსებები რაც შეიძლება საუკეთესოდ წარმოაჩინოთ.ბევრ ჭარბწონიან ქალბატონს ლამაზი სახე აქვს, ამ დროს სწორედ შერჩეული მაკიაჟი შეუდარებელია, რათა აქცენტი ლამაზ სახესა და მომხიბლავ ღიმილზე გადაიტანოთ. 1.თუ ლამაზი ტერფები გაქვთ, ბრიჯები ან მინიქვედაკაბა ატარეთ. 2.ლამაზ მკლავებს წარმოგიჩენთ 2/3 მკლავის სიგრძის ზედატანები. 3.ფართო თეძოსა და ვიწრო მხრების შემთხვევაში, კორექტირება ფერით, მოდელით და აქსესუარებით უნდა გააკეთოთ. 4.ზედატანი უნდა იყოს უფრო ღია ფერის, ქვედა კი მუქი. 5.შეამოწმეთ სამოსის სარჩული, თუ ის ხარისხიანია, არ მისცეს სამოსს დეფორმირების საშუალებას, რადგან დიდი დილუეტის მქონე ქალბატონებისათვის სამოსის შერჩევა ძნელია, ხარისხიანი შენაძენი დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. 6.თქვენი სხეულის საუკეთესო მხარის დემონსტრირება შეგიძლიათ აქსესუარებით. 7.კარგი ფეხები-კარგი ფეხსაცმლით და ეფექტური პედიკურით. 8.მკლავები სამაჯურით და ხელჩანთით დაიმსვენეთ. 9.მოერიდეთ მინიატურულ სამკაულებს, ჩანთებს და ქუდებს. 10. გამოიყენეთ ფერადი ყელსახვევები. 42 6-ს მოსწონს
|