x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119534
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491883
ნიუ-იორკში აფროამერიკელმა უსახლკარომ ქალს ხელი კრა და მეტროს რელსებში ჩააგდო
image


ნიუ-იორკში, 15 იანვარს, მეტროში უსახლკარო აფროამერიკელმა ქალი მატარებლის ქვეშ ჩააგდო. ამის შესახებ New York Post-ი იტყობინება.



შემთხვევა მეტროსადგურ Times Square-ზე მოხდა. 61 წლის სიმონ მარშალმა უმიზეზოდ მგზავრი მატარებლის ქვეშ ჩააგდო. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 40 წლის ალისა გო იყო.

image


"წადი თქვენი! იმიტომ, რომ მე ღმერთი ვარ. დიახ, იმიტომ გავაკეთე, რომ ამის გაკეთება შემიძლია", - ყვიროდა დაკავებული როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე. მამაკაცს ბრალი წაუყენეს.



მსხვერპლი ელოდებოდა მატარებელს N/Q/R/W პლატფორმაზე დილის 9:40 წუთზე, როდესაც ეჭვმიტანილმა იგი ლიანდაგებში ჩააგდო იმ დროს, როდესაც სამხრეთით მიმავალი R მატარებელი სადგურში შევიდა, აცხადებენ ოფიციალური პირები.

image

”ეს ინციდენტი არ იყო პროვოცირებული და როგორც ჩანს, მსხვერპლს არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა ამ სუბიექტთან”, - თქვა ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა კიჩანტ სეველმა შუადღის პრესკონფერენციაზე.


პოლიციის ცნობით, მარშალი ჯერ სხვა ქალს მიუახლოვდა, რომელიც არ იყო აზიელი, მაგრამ ქალმა შეატყო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, შეშფოთდა და გაერიდა.


ვაი ვაჰ ჩინმა, ნიუ-იორკში ჩინეთ-ამერიკის სამოქალაქო ალიანსის პრეზიდენტმა დაგმო ეს ქმედება და თქვა, რომ აზიელი ამერიკელების წინააღმდეგ სიძულვილის მოტივზე ჩადენილი დანაშაულები უნდა შეწყდეს.


თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, დანაშაული რასობრივ მოტივზე ყოფილიყო.

"ის მკურნალობდა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნიუ-იორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და გარეთაც”, - განუცხადა The Post-ს მარშალის დამ, ჟოზეტამ.


მანამდე მარშალი 2 წელის იჯდა ციხეში ძარცვისთვის და შარშან გაათავისუფლეს.

image

0
326
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0