სისხლის სამართალი საშინელი კანონები, რომლებიც ქალების წინააღმდეგ არის მიმართული 2022, 17 იანვარი, 19:37 ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ქალებს სხვადასხვა სასტიკი საშუალებით ამცირებდნენ და აწამებდნენ. დღემდე, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ქალთა შრომის დისკრიმინაციის პრობლემა არსებობს, ნაკლებად განვითარებული ცივილიზაციის მქონე ქვეყნებში კი ამ დროისთვის ჯერ კიდევ დგას როგორც ძალადობის, ასევე ქალთა მონობისა და მათი უუფლებობის პრობლემა.გაუპატიურებაინდოეთში თუ მამაკაცი ცოლს გააუპატიურებს, ის სრულიად დაუსჯელი დარჩება, ისევე როგორც მისი ცემის შემთხვევაში. ანალოგიური სიტუაცია არსებობს განვითარებულ ქვეყნებშიც, მაგალითად, გერმანიაში, ძალადობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისჯება, თუკი გოგონას მხრიდან მოძალადის მიმართ წინააღმდეგობას ექნება ადგილი, მაგრამ თუ ქალბატონი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იქნება მაშინ მოძალადე დაუსჯელი დარჩება.თუ იგივე ძალადობა საუდის არაბეთში მოხდება, მაშინ შეურაცხყოფილმა ქალმა მოწმედ 4 მამაკაცი უნდა მოძებნოს, რომლებიც მის წინაღმდეგ განხორციელებული ძალადობის აქტს დაადასტურებენ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ქალი ბრალდებას ვერ დაამტკიცებს, მას მეძავად მონათლავენ და კიდევ გააუპატიურებენ.არასრულწლოვანი ცოლები
|