x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138369
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512020
"ადამიანების სისხლში იძირებით, თქვე უღმერთოებოოო!" - ვის მიმართავს ზაზა სარალიძე

image


ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:



"მთავრობააააა!!!!


აღარ მოგბეზრდათ!!! ადამიანების სისხლში რო იძირებით დღითიდღე თქვე უღმერთოებოოო!!!!


უფალო! დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!"- წერს ზაზა სარალიძე.



შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლომ დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნო და მას 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძემ განაცხადა რომ სურს, მისი შვილის საქმეზე ბრალდებულები პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს.


სარალიძის თქმით, მისი მიზანია ყველა ბავშვი გამოუშვან და მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები დაისაჯონ.


"ვითხოვ, ყველა ბავშვი გამოუშვან ციხიდან. მინდა, პრეზიდენტმა შეიწყალოს ისინი. იქნებიან თუ არა ისინი ციხეში, ამას უკვე აღარ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ზურაბიშვილს რამდენჯერმე მივმართე და ახლაც თქვენი საშუალებით მივმართავ, შეიწყალოს ისინი. ხმას არ ვიღებ და თანახმა ვარ ყველაფერზე, მეტი რაღა ვქნა. ახლა, სავარაუდოდ, გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უშლიდა და აფერხებდა", – აცხადებს ზაზა სარალიძე.



ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა ამაოდ... ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.






0
656
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
656