სისხლის სამართალი მამამ პედოფილი მეგობარი მოკლა მცირეწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურების გამო, რა მოხდა შემდეგ? 2022, 16 იანვარი, 19:10 ![]() 34 წლის ვიაჩესლავ "სლავა" მატროსოვი(მთავარ ფოტოზე მარჯვნივ) ეჭვმიტანილი იყო 32 წლის ოლეგ სვირიდოვის(მთავარ ფოტოზე მარცხნივ) მკვლელობაში. გასულ წელს, 26 აგვისტოს სამარის ოლქში სოფელ ვინტაისთან მახლობლად ტყეში, მარტოსოვმა დანის მუქარით აიძულა მეგობარი, საკუთარი საფლავი გაეთხარა, აშემდეგ კი დანით აჩეხა და იქვე ჩააგდო გათხრილ საფლავში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მატროსოვმა აღმოაჩინა შემზარავი კადრები მისი მეგობრის მობილურ ტელეფონში, სადაც აშკარად ჩანდა, როგორ აიძულებდა სვირიდოვი მის 6 წლის ქალიშვილს ჰქონოდა მასთან ინტიმური კავშირი. ![]() სამაგიეროდ, უბედურ მამას ახლა გაასამართლებენ სვირიდოვის თვითმკვლელობისკენ წაქეზების გამო, რაც მკვლელობაზე ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. ![]() ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კვირაში მატროსოვის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდა, მათ შორის მას მხარს უჭერდნენ ცნობილი რუსი ჟურნალისტებიც. ![]() ადგილობრივებმა სოფელ ვინტაიდან დაიწყეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, ისინი მოითხოვდნენ სარაკეტო ძრავების ქარხნის თანამშრომლის გამართლებას და მკვლელობის აღიარების შემდეგ პატიმრობის აცილებას.შეგროვდა 2500 ხელმოწერა. „სვირიდოვს ჩაეძინა, ვიაჩესლავს დააინტერესდა, რას უყურებდა მისი მეგობარი, და აიღო მისი მობილური ტელეფონი", - ნათქვამია მატროსოვის მიმართ პეტიციაში. ![]() ცნობილმა ტელეჟურნალისტმა და რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა სოცქსელში დაწერა : „ყველა მშობელი დაიცავს შვილს მკვლელი პედოფილისგან“. მამამ სვირიდოვის ტელეფონში აღმოაჩინა სექსუალური ძალადობის აშკარა კადრები, გადაღებული იმ დროს, როდესაც გოგონა ექვსი წლის იყო. მისი ქალიშვილი, რომელიც ახლა რვა წლისაა, ევედრებოდა: „ოლეგ, კმარა, ამას ვეღარ გავუძლებ.Სახლში მინდა წასვლა." 1457 5-ს მოსწონს |
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
FRE,GЕ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤