x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119235
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491734
ნინო გაჩეჩილაძე საახალწლო მაკიაჟში შესაძლოა, ვერ იცნოთ - ნახეთ როგორ გამოიყურება მსახიობი
image
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე „ინსტაგრამზე“ საახალწლო ფოტოსესიას აზიარებს. მსახიობი ფოტოებზე შეუდარებლად გამოიყურება და სადღესასწაულო მაკიაჟში შესაძლოა, ვერც კი იცნოთ.


„ძველით ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო! არ ვიცი რამდენად მეთანხმებით, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი საახალწლო განწყობა სწორედ ძველით ახალ წელს მოდის. 31 დეკემბრის ზედმეტი ფაცი-ფუცი რომ ჩაწყნარდება და შობაც რომ ჩავლილია, დამშვიდებული და ბევრად უფრო მხიარული განწყობით ვხვდები ახალ წელს, ვიდრე 31-ში“, - წერს მსახიობი.


თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, "იმედის" ეთერში მსახიობი ამბობდა, რომ მისთვის სტილის სიმბოლო იაპონური ვოგის მთავარი რედაქტორი ანა დელო რუსო და მსახიობი ოდრი ჰეპბერნია, ასევე სარა ჯესიკა პარკერი. მისი თქმით, ის „დღემდე უყურებს ამ სერიალს სწორედ სარა ჯესიკას „ლუქებისთვის“.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მსახიობი ამბობს - „ადვილად არ მიყვარდება ადამიანი, მაგრამ იმედია ოდესმე შემიყვარდება“.


imageimage


1
266
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
266
  
15 იანვარი, 18:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1