რუსეთში, ძერჟინსკში ეკლესიის წინ ბოძზე ნახევრად შიშველი გოგოს ცეკვას მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა
შობის წინა დღეს რუსეთში ქალაქ ძერჟინსკში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინ მდებარე სკვერში ბოძზე მოცეკვავე ანა კაცანმა სანახაობა მოაწყო, მოცეკვავემ სანახევროდ შიშველმა იცეკვა, თან ცეკვის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
ცეკვამ მოქალაქეების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთმა ნაწილმა აღშფოთება არ დამალა და მოცეკვავე სკვერშივე გამოლანძღა, როგორ თუ შობის წინა დღეს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინ იცეკვეო!
მეორე ნაწილმა ბავშვების თვალწინ ასეთი ცეკვა როგორ შეიძლებაო (ვფიქრობ ბავშვები დაწერეს, მაგრამ საკუთარ ქმრებზე უფრო დარდობდნენ), მესამე ნაწილმა კი ანას ცეკვაც მოუწონა და მოქმედებაც, ზამთარში ასე ჩაცმულს ცეკვა მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია და რას ერჩით ჯანსაღი ცხოვრების წესს გვიჩვენებსო.
მალევე ანამ მეორე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას აუხსნა, რომ რელიგიური ნიშნით ვინმეს შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლია და იცეკვა მხოლოდ იმისათვის რათა ქალაქში მისი ცეკვის სტილს მიმდევრები ჰყოლოდა.
"მე არც მკერდი მომიშიშვლებია და არც სტრიპტიზი მიცეკვია, მიკვირს ასეთ აგრესიას რომ ავლენთ ჩემს მიმართ.
არც ბავშვების "გარყვნის" სურვილი მქონია და არც ვინმესთვის ქმრის წართმევის.
თუ ვინმემ იფიქრა რომ ეს მის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ისევ და ისევ განვმარტავ, რომ ეს იყო ცეკვა ცეკვისათვის და არა რაიმე სახით ვინმეს შეურაცხოფისათვის, ნე ვიცეკვე რათა ჩვენს ქალაქში ჯანსაღი წესით ცხოვრების მსურველები მეტი ყოფილიყო, ჯანსაღ ცხოვრებაში მე მხოლოდ ბოძზე ცეკვას არ ვგულისხმობ"-განაცხადა ანამ ვიდეოში.