x
image
თეონა გორდეზიანი
მეთოდი, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ძალიან მოეწონებათ...

ბავშვები ძალიან განიცდიან საკლასო გარემოში მიღებულ უმნიშვნელო შენიშვნებსაც კი... ამახსოვრდებათ. ხშირად ალბათ მალევე ავიწყდებათ და არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ვფიქრობ ეს ძალიან ინდივიდუალურია.ერთი და იგივე შენიშვნა, ორმა ხასიათებით განსხვავებულმა მოსწავლემ შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღიქვას. ერთმა მტკივნეულად და მეორემ კი უმნიშვნელოდ ჩათვალოს...

არც ერთია ნაკლი და არც მეორე დადებითი, უბრალოდ ხასიათის თავისებურებაა და ნებისმიერ მოსწავლეს სიფრთხილით უნდა მოვექცეთ. დავუფიქრდეთ ქმედებებს, დავუფიქრდეთ სიტყვებს... ძალიან რთულია მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ გავაკონტროლოთ.

მე პირადად პირველი კატეგორიის მოსწავლეეებში გავდიოდი მოსწავლეობის დროს... მეოთხე კლასში მიღებული თითქოს უმნიშვნელო შენიშვნაც მახსოვს, რომელიც ვფიქრობ, რომ მეკუთვნოდა,

მაგრამ მასწავლებელს სხვა ფორმით შეეძლო მიეთითებინა ჩემს უყურადღებობაზე.

ეს შემთხვევაც მახსოვს და სხვა კიდევ უამრავი, რაც ცოტა მთრგუნავდა და დაძაბულს მხდიდა საგაკვეთილო პროცესის დროს.თუმცა ყველაფერი გამოსწორდა და ვეცადე ბევრი დადებითი დამენახა, რაც ჩემს სასკოლო ცხვრებაში ხდებოდა და პოზიტიურმა განწყობამ საბოლოოდ ნამდვილად მიშველა.

ჩემი ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე სულ ვფიქრობ დღევანდელ თაობაშიც იქნება ბევრი ისეთი მოსწავლე, რომელიც საიჭიროზე მეტად განიცდის ჩემსავით და ძალიან მგრძნობიარეა. არაა გამორიცხული ასეთი ბიჭიც კი იყოს, განსაკუთრებით დაწყებით კლასში, ამიტომ სულ ვცდილობ გავაკონრტოლო ნათქვამი სიტყვა ბავშვის მისამართით ნათქვამი, ქმედება და მოძრაობაც კი... იმედი მაქვს შეძლებისდაგვარად გამომდის და არ მექნება ბევრი, "ხარვეზი" ადამინური უნებლიე შეცდომებიდან გამომდინარე. პატარები დაწყებით კლასში ბევრს სწავლობენ, იღებენ და იმეორებენ დამრიგებლისგან. ისევე როგორც მე, ისევე როგორც ჩემი ხასიათის მსგავსი პატარები...

image

მას შემდეგ რაც მასწავლებლობა გადავწყვიტე... გამიმართლა და ბრიტანულ- ქართულ აკადემიაში აღმოვჩნდი, სადაც ბევრი საინტერესო მეთოდი აღმოვაჩინე და ვისწავლე. ყურადღებით ვიმახსოვრებდი, ბევრსაც ვიწერდი... აქტივობებს, რომელიც დამეხმარებოდა ბავშვის ინტერესის გასაზრდელად, როცა ის არაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ბავშვის გასააქტიურებლად როცა ბავშვი თითქოს დაღლილია რამდენიმე გაკვეთილის გადაბმით... იქ რვეულის გასწორების მიზნით მისაღები იყო მხოლოდ მწვანე ფერის კალამი. მწვანე ცნობილია რომ უფრო პოზიტიურად აღსაქმელი ფერია და მოსწავლე ნაკლებ ემოციურად აღიქვამს მითითებულ ჩასწორებებს. ამ მეთოდს მას შემდეგ მეც აქტიურად ვიყენებ და ძალიან მადგება ...

ამ სკოლაში მიღებული გამოცდილების გარდა, იმისთვის რომ გავიზარდო და ყოველთვის გავიზიარო საინტერესო სიახლეები ძალიან მეხმარება კითხვა. კითხვა ისეთი ადამინების ნააზრევის, რომელიც არასდროს არ წყვეტს განათლების მიღებას, განვითარებას და გამოირჩევა დადებითი სიახლეებით.

მინდა გაგიზიაროთ აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები, რომელიც ვფიქრობ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებსაც ძალიან მოეწონებათ.

image


აკადემიკოსმა ამონაშვილმა მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:

„ბავშვებს არ უყვართ, როდესაც შეცდომაზე მიუთითებ. მასწავლებლები ამაზე არიან ნავარჯიშები. თვალები მომართული აქვთ, რომ საკონტროლოს გასინჯვისას წითელი მელნით სულ ხაზები უსვან. ბავშვი რომ გადაშლის რვეულს და ათ წითელ ხაზს დაინახავს შიგნით, შეუყვარდება ეს მასწავლებელი ან რწმენა გაუჩნდება თავისი თავისა?! ჩვენ რა გვინდა ბავშვში? გაუჩნდეს საკუთარი თავის რწმენა. ეს რწმენა რომ ექნება, რაც არ შეუძლია, იმასაც შეძლებს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მან ბავშვებთან წითელი კალმის გამოყენება შეწყვიტა და მათთან სხვა მიდგომებს იყენებს:

„ავდექი და ბავშვებს წითელი მელანი მწვანე მელნით შევუცვალე. ხაზი გავუსვი იმას, რაც მომწონს, რაც კარგია. შეცდომები ჩემთვის ამოვწერე, კრიტიკული აზროვნება მე დამჭირდა, სად შემეშალა მე? რატომ დაუშვეს ამდენი შეცდომა ბავშვებმა? ბავშვმა გაიხარა: „თურმე შემძლებია, “ მე კი გავიგე, რა უნდა გამოვასწორო.“

„მსოფლიო ტრადიციაა ეს, რომ ბავშვი უნდა აღზარდო სიმკაცრეში. წკეპლას არ ავიღებ ჩემი შვილებისა და შვილიშვილების აღსაზრდელად და არც ვინმეს ვურჩევ. ამაღლდი შვილამდე. შვილი სუფთაა, შენ აღარა ხარ სუფთა. ცხოვრებამ გაგაფუჭა, იქითკენ გაგახედა, აქეთ გამოგახედა, ფული შეგაყვარა. რომ დაუყვირებ ბავშვს და დაგიყვირებს ისიც, ხომ გაბრაზდები, როგორ მიბედავო?! შენ ხომ გაბედე, შენ ხომ დაუყვირე უკვე და მაგალითი უჩვენე. დედა კი ხარ, მაგრამ მყვირალა და გაბრაზებული დედა კი არ უნდა იყო. არ შეიცვლება აღზრდა?! ჩვენი ცხოვრება ჩიხებში შევა, ხან გაგვიჭირდება გამოსვლა და ხან იქ დავრჩებით, “ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0