x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გლიცინია - ყვავილი, რომელიც ყველაზე უბრალო სახლსაც კი სამოთხედ აქცევს

გლიცინია


გლიცინია

თუ თქვენ გაქვთ კერძო ბინა, ან პატარა ტერასა, აივანი, მაშინ ეს მცენარე აუცილებლად გაგილამაზებთ გარემოს.

ჩინური, ფოთლოვანი და მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც სწრაფად იზრდება განმაცვიფრებელი მცენარეა. მაისიდან ივნისამდე ყვავილობს, მოლურჯო იასამნისფერი, მსხვილი მტევნისებური, სურნელოვანი ყვავილებით.


გლიცინია

ამ ყვავილის დარგვისას უნდა შეარჩიოთ ადგიოლი სადაც ექნება საყრდენი, ეს იქნება თალარი, აივანი თუ ტერასის ხეივანი სადაც ის შესძლებს თავისი ხვიარების შემოხვევას, ზრდასრული გლიცინია შესანიშნავ ჩრდილს ქმნის.

ეს მცენარე ძალიან გამძლეა მზეზეც თუმცა უმჯობესია ოდნავ ჩრდილის მხარეს დარგოთ. მორწყეთ ხშირად კვირაში ერთხელ, თუმცა მცირე გვალვაშიც ინარჩუნებს სიცოცხლეს და სილამაზეს.

წლის განმავლობაში შეგიძლიათ ორჯერ გასხლათ და მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა. ეს მისთვის აუცილებელიცაა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემსგავსება ველურ მცენარეს და უფრო მეტი ფოთლოვანი ტოტები ექნება ვიდრე ყვავილები.

შეგიძლიათ გლიცინია ქოთანშიც გყავდეთ და რეგულარული გასხვლით ოთახის ყვავილის ფორმა მისცეთ, ასეთ შემთხვევაში საოცარ დეკორაციას მიითებთ ოთახში.


გლიცინია

თუმცა ის ეზოს მცენარეა და შესანიშნავად უძლებს ზამთრის სიცივეს. ის ყოველწლიურად ყვავის ადრე გაზაფხულზე და შესაძლოა ორჯერაც მოპასწროს აყვავება, თუ თქვენი ყვავილი არ ყვავილობს ეს იმის ნიანია რომ, მასში არის ჭარბი აზოტი. ამის გამოსასწორებლად უნდა დავამატოთ ფოსფორით მდიდარი სასუქი. ბევრი გაყვითლებული ფოთოლი კი მაუწყებელია ჭარბი ტენიანობის.ან ზედმეტად ტუტე ნიადაგმა შესაძლოა გამოიწვიოს ფოთლების გაყვითლება, ნუ შეგაშინებთ შემოდგომის ფოთოლცვენა რას ბუნებრივი მოვლენაა და მცენარე რჩება შიშველი.

გლიცინია

image

image

image

image

image

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


“საკურა '' იაპონური ალუბალი





image






0
257
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0