x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ჟურნალისტმა მთვარეზე "იდუმალი სახლის" საიდუმლო გაამხილა

image


მთვარეზე არსებული საიდუმლო სახლი, რომელიც ჩინურმა მთვარეზე მავალმა "იუიტუ-2“-მა აღმოაჩინა. იდუმალი ობიექტი კარმანის კრატერთან ახლოს იპოვეს.

მთვარეზე მავალმა ფოტოები დეკემბრის დასაწყისში გადაიღო. ფოტოზე ჰორიზონტზე ჩანდა რაღაც უჩვეულო ფორმის. ინტერნეტის მომხმარებლებმა ობიექტს მეტსახელად "იდუმალი სახლი" შეარქვეს.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა ენდრიუ ჯონსმა გამოაქვეყნა ახალი სურათი, რომელიც გადაიღო ჩინურმა მთვარეზემავალმა. ფოტოზე ჩანს, რომ ეს მხოლოდ ქვაა, რომელიც კრატერის კიდეზეა.

მთვარის როვერი "იუიტუ-2" დედამიწის თანამგზავრზე 2019 წლის დასაწყისიდან იმყოფება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეცნიერები იღებენ ფოტოებს მთვარის ზედაპირიდან.

0
195
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0