x
image
თეონა გორდეზიანი
"ჟენევის ქრონიკები", რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში, კორონას მსგავსად გავრცელებულ, პანდემიაზე გვიამბობს...
"როდესაც 1530 წელს ჟენევას შავი ჭირი ეწვია, იქ ყველაფერი უკვე მზად იყო. შავი ჭირით დაავადებულებისთვის მთელი ჰოსპიტალიც კი გახსნეს. ექიმებით, პარამედიკოსებითა და მედდებით. ვაჭრებმა ფული დადეს, მაგისტრატი კი ყოველ თვე სუბსიდიებს გასცემდა. პაციენტები მუდამ ფულს დებდნენ, ხოლო რომელიმე მათგანი თუ მარტოხელად გარდაიცვლებოდა, მთელი მისი ქონება საავადმყოფოს გადაეცემოდა.

მაგრამ შემდეგ მოხდა უბედურება. შავმა ჭირმა იკლო, სუბსიდიების რაოდენობა კი პაციენტთა რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.

1530 წლის ჟენევის ჰოსპიტალის თანამშრომლებისთვის სიკეთისა და ბოროტების საკითხი არ იდგა. თუ შავი ჭირი იძლევა ფულს-ის სიკეთეა. და მაშინ ექიმებმა დაიწყეს ამ სიკეთის მიყენება.

თავიდან ისინი უბრალოდ წამლავდნენ პაციენტებს, რომ სიკვდილიანობის რიცხვი გაეზარდათ მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ სიკვდილიანობა უშუალოდ შავი ჭირით უნდა იყოს გამოწვეული.

მაშინ მათ დაიწყეს მკვდრების სხეულიდან წყლულების ამოჭრა, მათი გამოშრობა და სხვა პაციენტებისთვის წამლის სახით მიცემა. შემდეგ მათ დაიწყეს ამ ფხვნილის ნივთებზე მოყრა, წინდებზე, ცხვირსახოცებზე. მაგრამ შავი ჭირი მაინც აგრძელებდა კლებას. როგორ ჩანს, ცუდად მუშაობდნენ გამომშრალი წყლულები.

ექიმები ჰოსპიტალის გარეთაც გავიდნენ და ფხვნილით კარის სახელურების დამუშავება დაიწყეს და ირჩევდნენ ისეთ სახლებს, რომლებშიც შემდეგ დარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.

როგორც იმ მოვლენების თვითმხილველი წერდა, "ეს შეუმჩნეველი რჩებოდა რაღაც დროის განმავლობაში მაგრამ ეშმაკს ცოდვათა რაოდენობა უფრო ახარებს, ვიდრე მათი დაფარვა".

მოკლედ, ერთერთი ესკულაპი ისე გათავხედდა, რომ გადაწყვიტა ღამე კი არ ებორიალა მთელ ქალაქში, არამედ ტილოში გახვეული ფხვნილი ბრბოში, მზის შუქზე ესროლა. სიმყრალე ცამდე ავიდა და ერთ-ერთმა დედაბერმა, რომელმაც სრულიად შემთხვევით ცოტა ხნის წინ დატოვა ეს ჰოსპიტალი, მიხვდა თუ რისი სუნიც იყო.

თანამშრომელი შეკრეს და გადასცეს კეთილ ხელებში, შესაბამის ოსტატებს. ხოლო ისინი კი შეეცადნენ მიეღოთ მისგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. წამება რამოდენიმე დღეს გრძელდებოდა.

გამომგონებელი ჰიპოკრატეები ბოძებზე მიაბეს და ურიკებით მთელ ქალაქში დაატარებდნენ. ყოველ გზაჯვარედინზე, გახურებული ლითონით ჯალათები მათ ხორცის ნაჭრებს აგლეჯდნენ. შემდეგ მოიყვანეს მოედანზე, თავები მოაჭრეს და ოთხად გაჭრეს, ხოლო ნაწილები კი ჟენევის ყველა რაიონში წაიღეს, რომ მაგალითი ყოფილიყო.

გამონაკლისი მხოლოდ ჰოსპიტალის მეთვალყურის შვილი გახდა, რომელიც პროცესში არ მონაწილეობდა მაგრამ დასცდა, თუ როგორ მზადდება ფხვნილი და როგორ კეთდება ნაყენები ისე, რომ დაავადების არ შეგეშინდეს. მას უბრალოდ თავი მოაჭრეს, "ბოროტების გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად".

ფრანსუა ბონივარი, "ჟენევის ქრონიკები".
0
321
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0