საზოგადოება "მე მისწორდება და თქვენ რა გაღელვებთ?" - რა პოსტს ავრცელებს ვიკა ბუკია 2022, 9 იანვარი, 21:40 "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ვიკა ბუკია წარმატებული ქართველი დიზაინერისა და "Balenciaga"-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"დემნა გვასალია ყიდის ისტორიულ ტრავმებს. ეს უკვე ტრაპეცია კაბების და პლისეების გამორჩევა არაა. მეხსიერების მოდაა. documentary movie პოდიუმზე. ისტორიის მუზეუმი მოდის სამყაროში. ის ყვება საქართველოს უახლეს ისტორიაზე და ჩემთვის სამართლიანობის აღდგენასავითაა იმ ძონძ ეპოქას რომ ასე მაგრად ასაღებს.მე მისწორდება და თქვენ რა გაღელვებთ? სულ ვფიქრობ რატომ შეიძლება იწვევდეს ასეთ აგრესიას? (კრიტიკას კი არა, ცალსახად – აგრესიას). არაა აუცილებელი ქუთაისელი კარმანშიკის ვიდი მოგწონდეთ, მაგრამ ასე რატომ გაღიზიანებთ ზუგდიდის ავტობუსში ნანახი ზმანებით ჰოლივუდი თუ დაყავს? იმის ნაცვლად რომ გაგეცინოთ ხბოს აღტაცებით?მატყუარას რატომ ეძახით? ის ხამუტი რომ სამაჯურად აქცია მაგიტომ? თუ “ლტოლვილის ჩანთა” ჰოლივუდის ჩანთად? მატყუარა კი არა მენცარი ქვია მაგას მეგრულად. ეს სტატუსი არაა მაინც და მაინც ქართველ დიზაინერზე.მისი ეროვნება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეთ ის. ადამიანზეა, რომელსაც ძალიან უსაფუძვლო აგრესია შეაგება საზოგადოების რაღაც ნაწილმა. ჩემი აზრით, ნერვების მომშლელია კერასინკას რომ მიყიდის ხვალ ჯასტინ ბიბერს მილიონ დოლარად.და ჰო, ეს ახალი სამაჯურები დაუჯერებლად კარგია.და კიდევ, გრელკისგან უმაგრესი ქლაჩი გამოვა და “გონელის სათვალე” ძაან გაასწორებდა (გონელი ჩვენი ეზოს ხელოსანი იყო, რომელმაც მთელი ჩემი უბნის კლრეტკებიანი გარაჟები მიასვარკა მაგ უშველებელი სათვალით).მიდი, Demna Daily", – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა ცეკვის ჩუსტებისა და ლილოს ბაზრობის ზოლიანი ჩანთის შემდეგ ე.წ. "ხამუთის" ფორმის სამაჯური გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 890 ამერიკულ დოლარს შეადგენს. "Balenciaga"-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას მორიგ სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც წესი, ქართველმა "მოდის კანონმდებლებმა" დიზაინერს გემოვნება დაუწუნეს და ტრადიციულად, კრიტიკის ქარცეცხლშიც გაატარეს.1394 შეფასება არ არის |