21-ე საუკუნის ბოლოს ადამიანები 130 წლამდე იცოცხლებენ, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვარი კი 180 წელს მიაღწევს. ასეთი დასკვნა გააკეთეს HEC Montreal-ის მეცნიერებმა მონრეალის უნივერსიტეტიდან, იტყობინება ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.
კვლევის ავტორი, დოქტორი ლეო ბელზილი თვლის, რომ 2100 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობის რეკორდის მოხსნა, რომელიც აქამდე 122 წელი იყო. მეცნიერის თქმით, ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი არ არსებობს.
ბელზიელი თქმით, რომ ას წელს გადაცილებული დღეგრძელი ადამიანების რაოდენობის ზრდა გამოიწვევს ჯანმრთელობის დაცვის მომატებულ რესურსებს, ასევე ეს იქნება დამატებით ტვირთი სოციალური დაცვის სისტემაზე.
მეცნიერის დასკვნებს ეთანხმება სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ეილინ კრიმინსი. Times-თან საუბარში მან მან მაგალითად მოიყვანა ინფორმაცია დღეგრძელთა საერთაშორისო მონაცემთა ბაზიდან.
„როცა ადამიანი 110 წელს აღწევს, მომავალ წელს სიკვდილის შანსი 50%-ია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ მოდელში შესაძლებელია 130-180 წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ”- თქვა მან.
დღეისთვის ოფიციალურად, დოკუმენტებით დადასუტებული დედამიწაზე ყველაზე დღეგრძელ ადამიანად ითვლება ფრანგი ჟანა კალმანი, რომელმაც 122 წელი და 164 დღე იცოცხლა.(დაბ.1875წ.21 თებერვალს-გარდ.1997 წლის 4 აგვისტოს).
აღსანიშნავია, რომ დღეგრძელთა რეიტინგში პირველი 20 ადგილი სულ ქალებს უკავიათ, 21-ე ადგილზეა იაპონელი ძიროზმონ კიმურა, როემლმაც 115 წელის და 54 დღე იცოცხლა.