x
მეტი
  • 07.10.2024
  • სტატია:137483
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511387
ვიდეო: დღეგრძელობის საიდუმლო სამხრეთ იტალიაში

image

სამხრეთ იტალიაში მდებარე ჩილენტოს რეგიონი განთქმულია თავისი მაცხოვრებელების ხანგრძლივი სიცოცხლით. 98 წლის ანტონიო გრიპო ათი წლის წინ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.

"აქ ნამდვილად ფასდაუდებელი სიმშვიდეა. ცხოვრება მშვიდად მიდის, ყველა ერთმანეთს იცნობს, ესალმება ერთმანეთს. შური არავის აქვს, არც ბოროტება. როცა კარგი ამინდია, ბუნებაში ვსეირნობ და ვუსმენ წარსულის მუსიკას ძველი ფირფიტების საკრავ ინსტრუმენტზე“ - ამბობს ის.

გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქ ათი წლით მეტია, ვიდრე მთლიან იტალიაში. საიდუმლო, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ჩილენტო ხმელთაშუა ზღვის დიეტის სამშობლოდ ითვლება. რეგიონის კულინარიული ტრადიციები იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილად გამოაცხადა.

მარია კარმელა კორტაცომ ცოტა ხნის წინ აღნიშნა 100 წლის იუბილე. ადგილობრივების კიდევ ერთი თვისება ის არის, რომ მოხუცებს აქ მარტო არ ტოვებენ.

"ყველა შვილიშვილს ვუყვარვარ და მეც ყველა მიყვარს", - ამბობს მარია.

„ახალგაზრდობაში უყვარდა მბრძანებლობა, მაგრამ ყოველთვის გვჩუქნიდა თავის სიყვარულს და ყურადღებას."- ამბობს მარიას შვილთაშვილი.


0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0