x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ყველა ოჯახის წევრს სრული ისტერიკა გვქონდა, შეგვეშინდა არ დაეხრჩო, რაღაც საშინელება იყო" - რა შეემთხვა ეკო ფანგანს

image

ტელეწამყვანი ეკატერინე (ეკო) ფანგანი საკუთარ სახლში მომხდარ ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ჩვენს ეზოში, აგრაკზე საიდანღაც შემოვიდა უცხო, დიდი ძაღლი. ალბათ, ბევრმა იცით, ჩვენ ორი ძაღლი გვყავს. ერთი გერმანული ნაგაზი, ძალიან დიდი და სულ შავი, სახელად ზორო და მეორე შპიცი, ძალიან პატარა და ფუმფულა ბოო, სახელად ბუბუ.

მოკლედ, გაეკიდა ეზოში შემოსულ უცხო ძაღლს, რა თქმა უნდა, ზორო და საშინელი ჩხუბი ატყდა, მართლა გლიჯავდნენ ერთმანეთს, ვერაფრით ვერ გავაშველეთ, ზორომ ბოლოს ქვეშ მოიქცა უცხო ძაღლი და კისერში ჩაავლო, ყველა ოჯახის წევრს სრული ისტერიკა გვქონდა, შეგვეშინდა არ დაეხრჩო და ისედაც, რაღაც საშინელი სანახაობა იყო. ამ დროს გამოვარდა (ჩვენ რომ გვეგონა მშიშარა ბო) ბუბუ და ქვემოდან შეუვარდა ამ უზარმაზარ ძაღლებს, ზოროს იცავდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდით. ძლივს გამოვათრიე, აუცილებლად გაჭყლიტავდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა, დასრულდა ეს საშინელი ბრძოლა. გაიქცა უცხო თეთრი ძაღლი, ვეძებეთ, ვრეკეთ მეზობლებში ვისი იყო რომ გაგვეგო, ვერ ვიპოვეთ, არ ვიცით როგორ არის. იმედია, კარგად.

ზოროს ცოტა თვალი აქვს ნატკენი, ძალიან აღელვებულია და ემოციებშია. ბუბუს გული ისეთი სისწრაფით უცემდა, ხელში რომ ავიყვანე, შემეშინდა არ გაუსკდესთქო. დაახლოებით ერთი საათი გავიდა და მე ფეხები ისევ მიკანკალებს ნერვიულობისგან.

არასდროს მინახავს, ყოველთვის საშინელებად მინაჩნდა, მაგრამ დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩუმი სადისტია ყველა ის ადამიანი, ვინც ძაღლებს აჩხუბებს და ამის ყურებით სიამოვნებას იღებს!!

აუცილებლად უნდა აიკრძალოს კანონით ეს რაღაც არადამიანური და სადისტური “გართობა”!!

მართლაც, ბევრ ადამიანზე უფრო ადამაინურები და ერთგულები არიან ძაღლები და, ზოგად, ცხოველები, სამწუხაროდ!!!"

0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0