x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ვიდეო: ნიანგ გენას სიმღერის ავტორი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

image

7 იავარს 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა პოეტი, მწერალი, სცენარისტი და რედაქტორი ალექსანდრე ტიმოფეევსკი, განაცხადა სტუდია "საბჭოთა მულტფილმის"მთავარმა რედაქტორმა სერგეი კაპკოვმა.

ალექსანდრე ტიმოფეევსკი შობის დილას გარდაიცვალა. ის არა მხოლოდ ბევრისთვის საყვარელი პოეტი იყო, არამედ, ის იყო ნამდვილი ფიგურა ანიმაციურ ფილმებში. მუშაობდა რედაქტორად "საბჭოთა მულტფილმში და Ekran-ში. მის მიერ დაწერილი სიმღერის ტექტის ანიმაცია " ჩებურკაშკაში" გახდა ყველა საბჭოთა ადამიანის დაბადების დღის ჰიმნი." - წერს კაპკოვი ფეისბუქზე.

მან გაიხსენა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტიმოფეევსკი იყო კინოთეატრ "ბარიკადის" სამხატვრო ხელმძღვანელი, პოეტთან, მწერალთან და სცენარისტ ვლადიმერ გოლოვანოვთან ერთად იყო ანიმაციური ფილმების სცენარისტი კინოს სახლში, გამოდიოდა შემოქმედებით საღამოებზე. იყო საბჭოთა მულტფილმის სამხატვრო საბჭოს წევრი.

თავად ტიმოფეევსკის ფეისბუქის პოსტებიდან ირკვევა, რომ ის საავადმყოფოში ოქტომბერში გადაიყვანეს, დეკემბერში კი საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მან დაწერა სცენარები მულტფილმებისთვის და სიმღერები. ასე დაიწერა ნიანგ გენას ლეგენდარული სიმღერა მულტფილმ "ჩებურაშკასთვის".

მან ლექსების წერა 1950-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მრავალი წლის განმავლობაში წერდა ლექსებს. მისი ლექსების პირველი კრებული "ზამთრის ჩიტები" მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოიცა.


0
81
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0