სხვა
რა არის დედამიწაზე ნავთობზე და ოქროზე უფრო ძვირი? - 30 ფოტო, რომელიც ყველაფერს ხსნის
2022, 6 იანვარი, 19:12
ყველა ჩვენგანი დიდი ხანია მივეჩვიეთ იმ ფაქტს რომ სუფთა სასმელი წყალი შეუზღუდავი რაოდენობით არის ხელმისაწვდომი, თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მსოფლიოში 650 მილიონზე მეტი ადამიანი სუფთა, სასმელ წყალს უბრალოდ მოკლებულია. ვუფიქრდებით კი ამას როცა მტკნარ წყალს ასე უდიერად ვექცევით? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სასმელი წყლის ნაკლებობის, ანტისანიტარიული პირობებისა და დაბინძურებული წყლის გამო მსოფლიოში ყოველ წუთს ერთი ჩვილი იღუპება. დღევანდელ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ 30 უნიკალური კადრი, რომლის ნახვის შემდეგაც წყლის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლით.
1. დამშრალი ჭა ზიმბაბვეში
2. ტბის წყალი მიანმარში
3. კენიელი ბავშვები წყალს ტალახიანი ჭაობიდანაც კი იღებენ, რათა წყურვილით არ მოკვდნენ
4. წყლის პრობლემა მექსიკასაც აქვს. მის მოსახლეობას ჭუჭყიანი წყლის გამოყენება უწევს, რადგან სუფთა წყალი ახლომახლო აღარ არის
5. წყლის შესაგროვებლად ნებისმიერი წყაროა შესაფერისი, თუნდაც რკინიგზის ლიანდაგზე არსებული
6. ამ ინდურ სოფელში წყლის ხარისხზე საუბარიც კი არ ღირს
7. ნეპალში წყლის მოსაპოვებლად თითქმის დამშრალი ჭის გამოყენებასაც კი ცდილობენ
8. ვენესუელაში სასმელად წვიმის წყალს აგროვებენ
9. გუბედან წყლის მოპოვების მცდელობა
10. ბოსტნეულის და ხილის გასარეცხად წყალს პირდაპირ ჭუჭყიანი მდინარიდან იღებენ, ბანგლადეში
11. სირიელი ბავშვები წყალს ბიდონში პირდაპირ გუბედან იღებენ
12. დამშრალი მდინარიდან წყლის მოპოვების მცდელობა, სომალი
13. აი, ასეთი რიგები ეწყობა წყლისთვის ნიგერიაში
14. დამშრალი ტბა პარაგვაიში, გარდაცვლილ ბინადართან ერთად
15. პაკისტანში დაბინძურებული წყლის არტერიები
16. ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციაში ერთ-ერთი დანაგავიანებული მდინარე
17. დამშრალი წყალსატევი კამბოჯაში
18. გვალვა ნიკარაგუაში
19. არხი წყლით, რომელიც ინდონეზიაში, ჯაკარტას მახლობლად, ტექნიკური საჭიროებებისთვის გამოიყენება
20. ფილიპინებზე პლასტმასის ბოთლების გასაყიდად შეგროვება
21. დიდი სამრეცხაო მდინარე იალუძიანგიზე ჩრდილოეთ კორეაში
22. წყალზე წასვლა იემენში
![რა არის დედამიწაზე ნავთობზე და
ოქროზე უფრო ძვირი? - 30 ფოტო, რომელიც
ყველაფერს ხსნის image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022010618480386669.jpg)
23. ასე ავსებენ პერუში სასმელი წყლით კასრებს
![რა არის დედამიწაზე ნავთობზე და
ოქროზე უფრო ძვირი? - 30 ფოტო, რომელიც
ყველაფერს ხსნის image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022010618482886669.jpg)
24. ლტოლვილების მიერ წყლის შეგროვება სამხრეთ სუდანში
![რა არის დედამიწაზე ნავთობზე და
ოქროზე უფრო ძვირი? - 30 ფოტო, რომელიც
ყველაფერს ხსნის image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022010618490186669.jpg)
25. ეთიოპელი ბიჭი წყალს დაბინძურებული ტბიდან სვამს
26. ერაყელი გოგონა ტალახიანი ორმოდან წყალს აგროვებს
27. რიგი სიერა - ლეონეში არსებული ერთადერთი წყალსადენი მილისკენ
28. ერთ-ერთი ჭუჭყიანი ჩინური მდინარე ლოიანის ოლქში
29. მწყურვალე დედა-შვილი, ნიგერის რესპუბლიკა
![რა არის დედამიწაზე ნავთობზე და
ოქროზე უფრო ძვირი? - 30 ფოტო, რომელიც
ყველაფერს ხსნის image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022010618505486669.jpg)
30. გვალვა სომალილენდის დედაქალაქ, ჰარგეისთან ახლოს