ფაქტები ქალის სხეულის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:
1. ქალის თმის დიამეტრი კაცისაზე 2 ჯერ ნაკლებია
2. ქალის გული უფრო სწრაფად ფეთქავს, ვიდრე კაცის
3. ქალები მამაკაცებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ
4. ქალის მიჯაჭვულობა მამაკაცთან უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცის ქალის მიმართ. ამიტომ ქალებს, როგორც წესი, უფრო მეტად აინტერესებთ ოჯახის შექმნა. ეს გამოწვეულია ოქსიტოცინის დონის გაზრდით, ისევე როგორც იმით, რომ ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული ტვინის ის ნაწილები (ვენტრალური გარსი, ფერმკრთალი ბირთვი და თავის ტვინის შუბლის ნაწილი), სადაც კონცენტრირებულია გრძელვადიანი მიჯაჭვულობა.
5. ქალები ცხიმებს უფრო ნელა წვავენ, ვიდრე კაცები, დაახლოებით 50 კალორიას დღეში
6. ქალების იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცების
7. ქალის ტვინში კორპუსი უფრო სქელია, ვიდრე მამაკაცებში და 30%-ით მეტი დაკავშირება აქვს. ამიტომ ქალები უკეთესად ასრულებენ რამდენიმე საქმეს ერთად.
8. ქალს უფრო მეტი გემოს რეცეპტორები აქვს
9. ქალებს უფრო მეტი ტკივილის რეცეპტორები აქვთ, მაგრამ ანთების ბლოკირების ესტროგენის გამო, ქალები ზოგადად უკეთ იტანენ ტკივილს.
10. ქალები უფრო კარგად განასხვავებენ ფერებს, ვიდრე მამაკაცები, ვინაიდან ფერის გარჩევა პირდაპირ კავშირშია X ქრომოსომასთან.
11. ქალის კანი 10 ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცის
12. ქალები ბევრად უკეთ ასხვავებენ მაღალი სიხშირის ხმებს, ვიდრე მამაკაცები.
13. ძილის დროს ქალის ტვინის ელექტრული აქტივობა მხოლოდ 10%-ით მცირდება, ამიტომ ქალის ძილი უფრო ფხიზელია.
14. ქალები ნაკლებად არიან ორიენტირებულნი სივრცეში, ვიდრე მამაკაცები. პარალელური პარკირება შეუძლია მამაკაცების 82%-ს პირველივე ცდაზე კი ამას მათი 71% ახერხებს. ქალებისთვის კი შედეგი სავალალოა. მხოლოდ 22%-ს შეუძლია ამის გაკეთება, მათგან 2/3 პირველივე ცდაზე ვერ გააკეთებს.
15. ქალებში მეტყველებაზე პასუხისმგებელია ტვინის ორი ცენტრი, ამიტომ ქალს შეუძლია დღეში 8000-მდე სიტყვა მარტივად წარმოთქვას, გამოიყენოს 3000-მდე ბგერა და 10000-მდე არავერბალური სიგნალი. მამაკაცებისთვის იგივე მაჩვენებლები ორჯერ დაბალია.
16. ქალების 80%-ს ერთი მკერდი (ჩვეულებრივ მარცხენა) მეორეზე დიდი აქვს.