x
მეტი
  • 19.05.2022
  • სტატია:119298
  • ვიდეო:354096
  • სურათი:491813
გარდაიცვალა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი

image

ქალაქ სიდნეიში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი.

სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სანეევის მოსწავლემ და მეგობარმა, სპორტის ოსტატმა ვალერი ობიდკომ გაავრცელა.სანეევის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით 1969 წელს, ლენინის ორდენით 1972 წელს, ხალხთა მეგობრობის ორდენით 1976 წელს. 2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სკოლის დამთავრების შემდეგ სანეევი თბილისში გადმოვიდა და „დინამოს“ სახელით მონაწილეობდა შეჯიბრებებში. 1968 წელს სანეევი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში). ორგზის მეორე პრიზიორი (1971, 78), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971).

საბჭოთა კავშირის პირველობაზე გამარჯვებამ მას მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მისცა, სადაც სანეევმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. აქ, 1968 წლის 17 ოქტომბერს, სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა რა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე.

ოთხი წლის შემდეგ, კვლავაც 17 ოქტომბერს, სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, გადახტა რა 17.44 მეტრზე.

მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადის გარდა სანეევმა ოქროს მედლები მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) წლების ოლიმპიადებზეც მოიგო, რითაც დააფიქსირა მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა - ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება.

ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან ვიქტორ სანეევი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, დათმო რა დუელი ესტონელ მძლეოსან იააკ უუსმიადესთან.

საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი).

სანააევი არის სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018). საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის მფლობელი.

სანეევი დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად (ოქროს პრიზი).

ამის გარდა დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით 1969 წელს, ლენინის ორდენით 1972 წელს, ხალხთა მეგობრობის ორდენით 1976 წელს. 2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

0
277
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0