შოუბიზნესი "იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი... არ მინდოდა გადახლეჩილი თვალებით ვინმეს ვეხილე" - რა შეემთხვა მაია დარსმელიძეს 2021, 29 დეკემბერი, 14:05 მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის "წყალობითაც" ის თითქმის მთელი წლის განმავლობაში ეკრანზე არ ჩანდა. მომღერლის თქმით, მას ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა, როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მუსიკოსი ალერგიისგან იტანჯებოდა და მთელი წელი მხოლოდ მკურნალობასა და ექსპერიმენტებში გაატარა."შეჯამებაი წლისა, თუ რაღაც.. სამთავრობო ან ოპოზიციური საახალწლო კონცერტები კი არა.. მოგცლიათ განაწყენებულებს, ან დაფასებულებს, სულ სხვა ამბავია ჩემთან. მთელი წელი გადაცემებშიც არ მივლია და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა არხის სხვადასხვა ჟურნალისტს ერთად ან ცალცალკე ვუხსნიდი, რომ წარმოუდგენელი ალერგია მაქვს და ვერც ერთ ეთერში ვერ მივიდოდი მე, ნარცისთაგან გამორჩეულად თავმოყვარე უნარცისესი, რადგან არ მინდოდა ალერგიისგან გადახლეჩილი და დასიებული თვალებით ვინმეს ცისფერი ეკრანიდან ვეხილე.ზოგს სწყინდა, ზოგს კი ზუსტად ესმოდა ჩემი. გულწრფელად მიხაროდა, რომ, მიუხედავად ჩემი ეკრანზე პასიურობისა, მოთხოვნაშიც ვიყავი და ტელეფონსაც მიფეთქებდნენ, მარა…. მთელი წელი მკურნალობაში და ექსპერიმენტებში გავატარე… (ჰა, წელი მთავრდება და ვპოსტავ და ჩემი “ტრიბუნიდანაც”. იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი. მარააა…იმის იქით არაფერი შეცვლილა. მე არ შევცვლილვარ. ნუუ, ხოო, „მოშნად“ გამხდარი ვარ და იმედია არც მოვიმატებ, სანამ ამ ჩემ ისევ მწვანე ღაჟღაჟა, მარგრამ ამ დროისთვის სენბერნარის თვალებს მოვუვლი. კვლავ ფრიად ანალიტიკური წელი მქონდა.
|