საზოგადოება "ჩემი ტელეფონი არ გაქვს ელისო, რომ მკითხო, თუ რა გამოსვლაა ახლა ეს?" - რატომ დაუპირისპირდა ნიკა გვარამია ელისო კილაძეს 2021, 27 დეკემბერი, 14:31 "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის იმ ფეისბსუქპოსტმა გააღიზიანა, სადაც მან არხის ხელმძღვანელობასთან გადაუმოწმებლად გიორგი გაბუნიას მაყურებელთან გამომშვიდობება არხის დატოვებად ჩათვალა."რას ნიშნავდა გიორგი გაბუნიას სიტყვები გადაცემის ბოლოს?- გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით,კარგად იყავით?!მთავარი არხიდან წავიდა?!"- დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომლის სტატუსის ქვეშ პასუხად ნიკა გვარამიას საყვედურნარევი კომენტარიც მოჰყვა:"ჩემი ტელეფონი არ გაქვს ელისო, რომ მკითხო, თუ რა გამოსვლაა ახლა ეს? თან აბსურდული შინაარსის :)))))))" - დაწერა ნიკა გვარამიამ, რაზეც ელისო კილაძის პასუხი იყო რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად მას სიგნალზე ურეკავდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა და რომ თუ ასე არ არის და გაბუნია არსად მიდის ეს მას მხოლოდ გაუხარდება.შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" წამყვანი გიორგი გაბუნია გუშინ, გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" დასასრულს, მაყურებელს შემდეგი სიტყვებით გამოემშვიდობა -"ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით", რამაც საზოგადოებაში ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით, ტელეწამყვანის ამ განცხადებას არხის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა და აღნიშნა რომ გაბუნია არხიდან არა თუ მიდის, არამედ პირიქით, ის წინაურდება კიდეც."შევღონდი პირად მესიჯებზე პასუხის გაცემით. გიორგი გაბუნია არათუ არ მიდის მთავარი არხიდან, თანამდებობრივად წინაურდება. მეტი აღარ მკითხოთ არაფერი, თორემ მთავარი არხიდან კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანას", – დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.900 შეფასება არ არის |