x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
20 საინტერესო ფაქტი სხეულის შესახებ, რომელიც გაიძულებთ ადამიანებს ახლებურად შეხედოთ

image


ჩვენი სხეული - არის ის, რაც მუდამ ჩვენთანაა, თუმცა თუ კარგად ჩაუფიქრდებით, ეს არის საიდუმლოებებისა და უჩვეულო თვისებების უნიკალური სამყარო, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ეს ოცი ფაქტი ადამიანის სხეულისა და სრულყოფილების ნამდვილ ოდას წარმოადგენს ბუნების მიერ ჩაფიქრებულს, ვინაიდან როგორც ის არის მოწყობილი არც ასი, არც ორასი და არც ათასი წლის შემდეგ შეწყვეტს ჩვენს გაოცებას.


image



1. ადამიანის ტვინის სიმძლავრე 4 ტერაბაიტს აჭარბებს.



image


2. საშუალოდ ადამიანის სხეული საკმარისს გოგირდს შეიცავს იმისთვის, რომ მოკლას ყველა რწყილი ერთ საშუალო ძაღლზე; ნახშირბადს - 900 ფანქრის დასამზადებლად; კალიუმს - სათამაშო ქვემეხის გასასროლად; ცხიმს - 7 ნაჭერი საპნის დასამზადებლად და საკმარისს წყალს 50 ლიტრიანი კასრის შესავსებად.


image


3. კაცი, სახელად ჩარლზ ოსბორნი, 68 წლის განმავლობაში სლოკინებდა. 1922 წელს, 28 წლის ასაკში, დაწყებული სლოკინი განუწყვეტლივ 68 წლის მანძილზე გაგრძელდა და გაურკვეველი მიზეზებით 1990 წელს შეწყდა, ჯამში დაახლოებით 430 მილიონჯერ დასლოკინების შემდეგ.



image


4. გაზაფხულზე სუნთქვის სიხშირე საშუალოდ 1/3-ით მეტია ვიდრე შემოდგომაზე.



image


5. წყურვილის შეგრძნება ჩნდება მაშინ, როცა წყლის დანაკარგი სხეულის წონის 1%-ს უტოლდება. 5%-ზე მეტმა დანაკარგმა შეიძლება გულის წასვლა გამოიწვიოს, ხოლო 10%-ზე მეტმა კი - სიკვდილი.



image


6. პლანეტის ყველა ადამიანი შეიძლება კომფორტულად მოთავსდეს კუბში 1000 მეტრიანი გვერდით.



image


7. მსოფლიოში მხოლოდ 7% - ია ცაცია.



image


8. ადამიანი საშუალოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში 8 პატარა ობობას ყლაპავს.



image


9. ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების საერთო წონა 2 კილოგრამს შეადგენს.



image


10. ერთ მხარეს საღეჭი კუნთების აბსოლუტური სიძლიერე 195 კილოგრამს უდრის.



image



11. პირის ღრუს მჟავიანობას საკმარისი ხანგრძლივობის კოცნა საღეჭ რეზინზე უფრო უკეთესად არეგულირებს.



image


12. სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება.



image


13. ქერებს წვერი უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე შავგვრემნებს.



image


14. ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ძლიერი კუნთი - ენაა.



image


15. 60 წლისთვის ადამიანების უმეტესობა გემოს რეცეპტორების ნახევარს კარგავს.



image


16. სტატისტიკის მიხედვით, 2 მილიარდიდან მხოლოდ ერთი ადამიანი აბიჯებს 116 წლის ზღვარს.



image


17. თვალის ფოკუსირების კუნთები დღეში 100000-ჯერ მოძრაობს. იმისთვის, რომ ფეხის კუნთებმა იგივე რაოდენობის შეკუმშვა განხორციელოს, საჭიროა დღეში 80 კილომეტრის გავლა.



image


18. ღია თვალებით დაცემინება შეუძლებელია.



image


19. ნორმალური ადამიანი ძილის ნაკლებობით უფრო სწრაფად იღუპება, ვიდრე შიმშილისგან. სიკვდილი ძილის გარეშე დაახლოებით 10 დღის შემდეგ დგება, ხოლო შიმშილისგან - რამდენიმე კვირის შემდეგ.


image


20. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 2, 475, 576, 000 წამია, მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 123, 205, 750 სიტყვას წარმოსთქვამს, სექსით კი 4239-ჯერ კავდება.







0
174
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
174