სხვა სკანდალი! ქეით მიდლტონის შიშველი სურათები ფრანგულ ჟურნალში 2012, 15 სექტემბერი, 17:34 პრინც უილიამსის მეუღლის, ქეითის, შიშველი სურათები მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ფრანგმა პაპარაცებმა მოახერხეს და გადაუღეს სკანდალური სურათები ქეით მიდელტონს და პრინც უილიამსს, როდესაც ისინი იახტაზე ნებივრობდნენ. ჟურნალს, რომელმაც გაბედა და ეს სკანდალური ფოტოები გამოაქვეყნა, მოუწევს პასუხის გება სამეფო ოჯახთან. ქეითი და პრინცი აღშფოთებულნი არიან ფრანგული პრესის ამ უტაქტობით. ახლა უკვე ყველამ იცის, რომ შიშველ ქეით მიდლტონს ძალიან უყვარს იახტაზე როცა მასაჟს უკეთებს პრინც უილიამსს. გარდა ამისა ფოტოზე ჩანს ქეითის მოშიშვლებული მკერდი-ასეთი ფოტოების ნახვას არავინ არ მოელოდა. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ პრინცი ჰარი გაეხვა სკანდალში შიშველი ფოტოების გამო, ახლა კიდევ ქეითის ინტიმური ადგილები მთელმა მსოფლიომ იხილა ფრანგული ჟურნალის საშუალებით. სამეფო ოჯახისთვის რომ ეს ყველაზე დიდი სირცხვილია, ალბათ ისედაც ნათელია და თანდათან ის სტერეოტიპებიც ირღვევა რაც სამეფო კარს უკავშირდება. ძნელი წარმოსადგენი არ არის რა მდგომარეობაში იქნება დედოფალი ელისაბედი ამდენი სკანდალის შემდეგ. p.s. სურათებში პიკანტურ დეტალებს ვფარავ რათა თქვენი გაღიზიანება არ გამოვიწვიო. 206 5-ს მოსწონს
|