x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
რატომ მიაქვთ ებრაელებს სასაფლაოზე ქვები და არა ყვავილები

image


ებრაულ სასაფლაოზე ვერასოდეს შეხვდებით ადამიანს ყვავილებით ხელში. მეტიც, იქ ნებისმიერი ყვავილი, მოჭრილი სახით იქნება ეს, გვირგვინის, ქოთნის ან უბრალოდ მიწაში ჩარგული თითქმის არასოდეს გვხვდება.ებრაელების საფლავებზე ყვავილების ნაცვლად... ქვები აწყვია, ეს შეიძლება იყოს ყველაზე ჩვეულებრივი ქვის ნატეხი, ლამაზი, დიდი და პატარა კენჭები... რატომ არ აღიარებენ ამ ერის წარმომადგენლები სასაფლაოზე ყვავილებს?


image


სამარხებზე ყვავილების ნაცვლად ქვების დადების ჩვეულება იუდაიზმის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. უძველესი დროიდან ებრაელებს სჯერათ, რომ სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომ ყველას ერთსა და იმავე უბრალო სამოსელში კრძალავენ. საფლავზე არაფრის, მათ შორის არც ყვავილების დადება არ არის მიღებული. ებრაელთა გაგებით - ეს ფუფუნების ატრიბუტია, რომელიც რწმენის კანონებს ეწინააღმდეგება. წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელიც თავისი ნათესავის საფლავს ძვირფასი ყვავილების ხალიჩით აფორმებს, როცა მეორე, ღარიბ ოჯახს მხოლოდ პატარა თაიგულის მიტანა შეუძლია. ეს გარდაცვლილებს უნებურად მდიდრებად და ღარიბებად ჰყოფს, რაც აკრძალულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელებისთვის სასაფლაოზე საკვები პროდუქტებისა და ცოცხალი ნივთების მიტანა მიღებული არ არის. იუდაიზმი ნებისმიერ ყვავილს ცოცხალ არსებად განიხილავს.


image


გარკვეულ როლს ის ფაქტიც თამაშობს რომ ებრაელები საკუთარ თვითმყოფადობას ყველანაიარად ინარჩუნებენ. სწორედ ამ თვისებამ მისცა ამ ერს იმის საშუალება, რომ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად ცხოვრებისას საკუთარი იდენტობა შეენარჩუნებინა. ქრისტიანები, რომლებთანაც ებრაელები ოდითგანვე მეზობლობდნენ, საფლავის ქვებს ყვავილებით ამშვენებენ, თუმცა ებრაელებმა მათგან ეს ჩვეულება არ გადაიღეს.




რატომ მაინცდამაინც ქვები?


image


მაგრამ რატომ მიაქვთ ებრაელებს მარადიული განსასვენებლის ადგილას სწორედ ქვები? როდის გაჩნდა ეს ჩვეულება, ზუსტად არავინ იცის. ზოგიერთი იუდაისტი ამტკიცებს, რომ ქვები საფლავის ქვებზე შუა საუკუნეებში გამოჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ ებრაელები ასე უკვე ათას წელზე მეტია იქცევიან.


image


ზოგიერთის აზრით, ეს ქვები უდაბნოში ებრაელების დაკრძალვას განასახიერებს. როდესაც წინასწარმეტყველმა მოსემ თავისი ხალხი უკაცრიელ კლდოვან მიწებზე გაატარა, გარდაცვლილებს ქვების გროვის ქვეშ მარხავდნენ. შესამჩნევი საფლავი - იუდეველების დაკრძალვის წინაპირობაა. ის არ უნდა გაქრეს, რათა მიცვალებულმა ღვთის წინაშე წარსდგომა შეძლოს.


image


მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ქვა მარადისობის სიმბოლოა. მარადიული ნივთების საფლავზე მიტანით, ებრაელები ამით თითქოს გარდაცვლილს ეუბნებიან რომ მათი ხსოვნა დროს არ ექვემდებარება. ამავდროულად, ქვები დანგრეული იერუსალიმის ტაძრის სიმბოლოსა და ზოგადად, ხალხის ისტორიის ტრაგიკულ მომენტებს განასახიერებს. ქვები ასევე ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილ მემორიალებზეც მიაქვთ.


image


ებრაელებს ასევე აქვთ ლეგენდა კაბალისტი რაბი კალონიმუსის შესახებ, რომელიც სასაფლაოებზე ქვების მიტანის ტრადიციას ხსნის. ამ ისტორიის მიხედვით, ერთი ქალაქის ებრაელები ბავშვის რიტუალურ მკვლელობაში დაანაშაულეს. თანატომელების უდანაშაულობის დასამტკიცებლად კალონიმუსმა დიდი ცოდვა ჩაიდინა - მოკლული ცოტა ხნით გააცოცხლა. გარდაცვლილმა დამნაშავეზე მიუთითა და საზოგადოება გადაარჩინა.


image


მაგრამ რაბინის სულმა მოსვენება ვერ ჰპოვა. მან ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვის ნიშნად თანამემამულეებს სთხოვა რომ სიკვდილის შემდეგ მის საფლავში ქვები ჩაეყარათ, მაგრამ ებრაელებმა მეცნიერის სამუდამო განსასვენებელში ქვები კი არ ჩაყარეს, არამედ ისინი საფლავის ქვაზე პატივისცემის ნიშნად განალაგეს. თანდათანობით, ჩვეულებამ ფესვები გაიდგა და საყოველთაო ტრადიციად იქცა, და მაინც - ეს მხოლოდ ერთ - ერთია იმ მრავალი ლამაზი ლეგენდიდან, რომელმაც ჩვენებამდე მოაღწია.



0
469
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
469