სხვა ბერძენი ისტორიკოსები. ბერძნული ისტორიოგრაფია 2021, 22 დეკემბერი, 23:03 ძვ.წ. არ-ით მე-5 საუკუნეში, დახლოებით 485-425 წწ ცხოვრობდა ციცერონის მიერ ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე კარიის ქალაქ ჰალიკარნასოსში, დღევანდელ ბოდრუმში (თურქეთი). ჰეროდოტე ბევრს მოგზაურობდა, აგროვებდა ინფორმაციას სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნების შესახებ. ![]() რის შედეგადაც შექმნა წიგნი " ისტორია", რომელიც ეძღვნება ბერძენ-სპარსელთა ომებს. ის იმ დროს ბერძნებისთვის მთელი მსოფლიოს ისტორიულ-გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ ენციკლოპედიას წარმოადგენდა. დღეს ჰეროდოტეს ნაშრომი საკმაოდ სარწმუნო წყაროდაა მიჩნეული. "ისტორია" დაყოფილია 9 წიგნად, რომელთაგან თითოეულს მუზის სახელი აქვს. ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე იყო ათენელი თუკიდიდე ( ძვ წ. 460-396წწ). იგი იყო მონაწილე მის მიერ აღწერილი პელოპონესის ომის, რომელიც ათენსა და სპარტას შორის დაპირისპირების შედეგი იყო და ძვ.წ. 431-404 წწ მიმდინარეობდა. ამ ომში თუკიდიდე ერთ-ერთი სარდალი იყო, რომელიც წაგებული ომის შემდეგ ათენიდან გააძევეს და 20 წლის მანძილზე თრაკიიდან ადევნებდა თვალს ომს. მის ნაშრომში ომის სარწმუნო აღწერილობა და ანალიზია მოცემული. ნაშრომი მან 8 წიგნად დაყო. და იგი ავტორის გარდაცვალების მერე გახდა ცნობილი. ![]() ჰეროდოტე არის პრაგმატული ისტორიოგრაფიის მამამთავარი. სოკრატეს მოწაფე, ისტორიკოსი დ ჯარისკაცი ქსენოფონტი (ძვ.წ430-354წწ) ატენში ცხოვრობდა. მისი ნაშრომი "ჰელენიკა" თუკიდიდეს ნაშრომის გაგრძელებაა და მოგვითხრობს საბერძნეთის ისტორიას ძვ წ.411-462წწ-ში. "ანაბასისში " კი აღწერილია ათენელ მოქაირავნეთა მონაწილეობა სპარტის სამოქალაქო ომში ძვ წ. 401 წელს და მათი ფათერაკებით აღსავსე დაბრუნება შინ. ![]() ![]() პოლიბიოსი ასევე ცნობილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის იდეით, რომელიც შემდგომში აიტაცეს მონტესკიემ და აშშ -ს კონსტიტუციის ავტორებმა. ბერძენი ისტორიკოსი, გეოგრაფი და ფილოსოფოსი სტრაბონი დაიბადა პონტოს ამასიაში ( დღ ამასია - თურქეთში). იგი მოღვაწეობდა ძვ წ 64 - ახ წ 24 წწ-ში. კეთილგანწყობილი იყო რომაელთა მიმართ, ბევრს მოგზაურობდა და დიდხანს მუშაობდა ანტიკური მეცნიერების მწვერვალად მიჩნეულ წიგნზე "გეოგრაფია", რომელიც 17 ნაწილისგან შედგება და სამყაროს საკმაოდ ზუსტ აღწერილობას იძლევა. ![]() 97 1-ს მოსწონს
|