x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135694
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
როგორ ვმართოთ დრო?
გაგაცნობთ რამდენიმე დროის მენეჯმენტის საფეხურს, რომელიც გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და განგივითარებთ ორგანიზაციულ უნარებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანი მოემზადოს წინა ღამით შემდგომი დღისათვის, საუკეთესო სავარჯიშო არის დაგეგმო შენი მომავალი დღე, ამის გაკეთება უმჯობესია ღამით და არა დილით, რამდენადაც ადამიანის გონებას ღამე არ სძინავს, და თუ ძილშიც გააგრძელებთ ძალაუნებურად ფიქრს მეორე დღეზე, მშვიდადაც დაგეძინებათ, რადგან გეცოდინებათ რომ სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი და მეორე დღეს უფრო წარმატებულად დაიწყებთ.

დღე უნდა დაიწყოთ ადრე, წარმატებული ადამიანების უმეტესობა დღეს იწყებს 5-ზე ან ექვსის ნახევარზე, მათ ამის გამო დრო აქვთ დაგეგმონ საკუთარი დღე. რაც უფრო მეტ დროს დახარჯავს ადამიანი ჯდომისთვის, ფიქრისთვის და დაგეგმისათვის, უფრო უკეთესად ორგანიზებული იქნება მისი ცხოვრების ყველა სფერო, რადგან დაგეგმვაზე დახარჯული ყოველი წუთი შემდეგში გიზოგავთ მინიმუმ 10-12 წუთს. ანუ დილით დროის დაგეგმვაზე დახარჯული 10-12 წუთი, თქვენ მოგაგებინებთ 100-120 წუთს დღეში.

მნიშვნელოვანია რომ შევეშვათ საქმის გადადებას. საქმის გადადება თქვენ გპარავთ არა დროს, რომელსაც იყენებთ, არამედ ცხოვრებასაც.

პროკრასტინაცია ანუ დროის ქურდი - არის ადამიანის მიდრეკილებები გადადოს შემდეგზე მნიშვნელოვანი საქმეები. ადამიანი მშვენივრად ხვდება, რომ საქმეა გასაკეთებელი ( თანამდებობრივი მოვალეობები, სახლის საქმეები, სწავლა და ა. შ), მაგრამ ამის მიუხედავად, აიგნორებს მას და უმნიშვნელო საქმეებზე ხარჯავს დროს.


გაგაცნობთ ერთ-ერთ საინტერესო მეთოდოლოგიურ წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ საქმეების სწრაფად და ეფექტურად შესრულებაში. ეს გახლავთ ბრაიან თრეისის წიგნი, „შეჭამე ბაყაყი“. მოკლედ მიმოვიხილოთ იგი.

როგორ შევჭამოთ ბაყაყი - უნდა ამოვიცნოთ ბაყაყი, ესე იგი, ჩვენთვის ყველაზე უფრო რთული და მნიშვნელოვანი დავალება ავიღოთ დღიდან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი და შემდგომ შევჭამოთ ეს ამორჩეული ბაყაყი, ანუ დღის განმავლობაში შევასრულოთ პირველი სწორედ ეს დავალება, დავაპრიორიტოტოთ იგი და არ მივცეთ ჩვენს თავს საშუალება, რომ საღამოსთვის ან მოგვიანებით გადავდოთ და მესამე ესაა, გავიმეოროთ ეს მეთოდი ყოველ დღე და ჩვენ გაოცებულები დავრჩებით, თუ რამდენად სწრაფად და პატარა ნაბიჯებით მუდმივად მივალთ დიდ მიღწევებამდე.

გაგაცნობთ სხვა გავრცელებულ მეთოდსაც, რომელიც „პომოდოროს ეფექტის“ სახელითაა ცნობილი. პომოდორო არის 25 წუთიანი ინტელექტუალური მუშაობა, რის შემდეგადაც ადამიანი 5 წუთი ისვენებს, ყოველი 4 პომოდოროს, ესე იგი, 25 წუთიანი მუშაობის შემდგომ, შეგვიძლია დასვენების დრო 10-15 წუთამდეც გავზარდოთ. ეს ჩვენს ტვინს დაეხმარება უკეთ ფუნქციონირებაში. ეს ტექნიკა ნაცადია მრავალი ადამიანის მიერ და დადებითადაა შეფასებული.

ეს არის ის მცირედი ჩამონათვალი დროის მართვის ტექნიკებისა, რომელთა თქვენთვის გაცნობაც მინდოდა, იმედია დროს სათანადოდ დავაფასებთ და შევძლებთ მის მართვას. სტატია კი დაგეხმარებათ ყოველივეს განხორციელებაში.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ყვავილაშვილი
მარიამ ყვავილაშვილი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0