x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
როგორ გამოიყურებიან ადამიანები, რომლებიც თავს არც ქალებად და არც კაცებად არ მიიჩნევენ

image


თუკი ფიქრობთ რომ "მესამე გენდერი", რომლის წარმომადგენლებიც თავს არც მამაკაცებს და არც ქალებს არ მიაკუთვნებენ ცოტა ხნის წინ გაჩნდა, ძალიან ცდებით. ე.წ მესამე სქესი, რომელიც გენდერის გაგების ორმაგ სისტემაში არ ჯდება, ახალი ფენომენი სულაც არ გახლავთ. ის სხვადასხვა კულტურაში ათასობით წლის განმავლობაში არსებობდა. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე გაჩვენოთ თუ როგორ გამოიყურებიან "მესამე სქესის" ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს არც ქალებად და არც კაცებად არ თვლიან.




ინდონეზია: ხუთი სქესი


image


ინდონეზიის ერთ - ერთი უდიდესი კუნძული - სულავესი მსოფლიოში თავისი მდიდრული პლაჟებითა და საოცარი კურორტებით არის ცნობილი. სამხრეთ სულავესის ერთ-ერთი უდიდესი ეთნიკური ჯგუფი, ბუგინები, ოთხი სქესის გარდა, კიდევ ერთ, მეხუთე - "მეტაგენდერის" არსებობას აღიარებენ.


image


ბუგინების ეთნიკურ ჯგუფში მამაკაცები იქცევიან როგორც ქალები, ხოლო ქალები - როგორც კაცები. ბისუს სქესს კი განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც თავს არც ქალებად და არც მამაკაცებად არ მიიჩნევენ, მათი როლი საზოგადოებაში შამანების ან სასულიერი პირების მსგავსია.



სამხრეთ აზია: ჰიჯრები


image


ჰიჯრები ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში ხელშეუხებელ კასტას განეკუთვნებიან, თუმცა ისინი სექსუალური ძალადობისა და დაცინვის ობიექტები ხშირად ხდებიან. ჰიჯები "მესამე სქესად" მხოლოდ კასტრირების რიტუალის შემდეგ ხდებიან.

image



მექსიკა: მუშე


image


მუკსები - კაცები გახლავან, რომლებიც ქალის ტანსაცმელს ატარებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი როგორც ქალების, ასევე მამაკაცების სამუშაოს ასრულებენ, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათ შორის პოლიტიკოსებიც მრავლად არიან.


image


ყოველწლიურად ოახაკა "Vela de Las Intrepidas"-ის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც ათასობით მუშე აღლუმზე გამოდის. ცერემონიაში მონაწილეობას კათოლიკე მღვდლებიც იღებენ, რომლებიც თავიანთი თანამონაწილეობით იმის დემონსტრირებას ახდენენ რომ მუკსების მიმართ თავად ეკლესიაც კი ლოიალურია.



image



ტაილანდი: კათოები


image


კათოები - არიან მამაკაცები, რომლებმაც ქალებად გახდომა გადაწყვიტეს. ზოგიერთი კათოი მხოლოდ ქალის ჩაცმულობას სჯერდება, ზოგი კი სქესის შეცვლის ოპერაციასაც კი იკეთებს. ზოგჯერ მათ ინგლისურად "ladyboys" -საც უწოდებენ.


image


ტაილანდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ კათოი მოდელები, მომღერლები და მსახიობები. კათოების სილამაზის კონკურსები ადგილობრივი კულტურის ტრადიციულ დღესასწაულად აღიქმება, რომლებსაც მთელი მოსახლეობა ზეიმობს.





0
667
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
667