x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ცოტნე დადიანის დროს რომ "ფეისბუქი" ყოფილიყო..." - რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი?

image

პოლიტიკოსი, თბილისის ყოფილი მერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მოშიმშილეებზე საზოგადოებაში გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

ცოტნე დადიანის დროს რომ ფეისბუქი ყოფილიყო:

- ეჭვს შეიტანდნენ მასში, რატომ არ იყო სხვა შეთქმულებთან ერთად, როდესაც ეს უკანასკნელნი მონღოლებმა დააპატიმრეს. ხომ არ გაურიგდა მონღოლთა ნოინს?
- ვიღაცეები იტყოდნენ, რომ საერთოდ უაზრობა იყო კოხტასთავის შეთქმულების მომზადება
- ვიღაცეები, პირიქით, იტყოდნენ, რომ არ იყო საჭირო აჯანყების მომზადების ამდენ ხანს გაწელვა
- ვიღაცეები გაარჩევდნენ, რა უთხრა ეგარასლან ბაკურციხელმა ყვარყვარე ჯაყელს, როდესაც ამ უკანასკნელმა მას იმის შესახებ მოუყვა, როგორ იკამათეს ვარამ გაგელმა და რაჭისერისთავმა კახაბერისძემ და როგორ შეარიგა ისინი ცოტნე დადიანმა
- გააკრიტიკებდნენ, დროზე რატომ არ წავიდა ანისში
- ასევე გააკრიტიკებდნენ, რატომ იჩქარა ანისში წასვლა
- იმსჯელებდნენ, ცოტნე დადიანმაც იგივე თაფლი წაისვა თუ არა, რაც მონღოლებმა სხვა შეთქმულებს წაუსვეს

და ბოლოს, ჟურნალისტები დაუსვამდნენ თაფლწასმულ ცოტნეს კითხვას: „რა გეგმა გაქვთ?“
0
246
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0