x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"მოაშორეთ რა ეს  ქართველი, სტალინი არ კმაროდა?"

image

30 წლის წინ, დეკემებერში დაინგრა ქვეყანა-იმპერია, ხოლო საბჭოთა ფეხბურთმა გამოსამშვიდობებელი ტური ითამაშა. ქვეყნის დაშლიდან 11 წლის შემდეგ ასევე დეკემბერში გარდაიცვალა კოტე მახარაძე, ის საბჭოთა სპორტის, უფრო სწორედ ფეხბურთოს ხმა იყო. არა ერთადერთი. მაგრამ ყველაზე შეუდარებელი. დღეს სწორედ კოტე მახარაძეს გავიხსენებთ.

როგორც მსახიობი კომენტატორზე 15 წლით ადრე გამოჩნდა. 1942 წლის ზამთარში, როდესაც მოსკოვიდან და ლენინგრადიდან საქართველოში ევაკუირებული ხელოვნების მუშაკთა ჯგუფი ჩამოვიდა. ნემიროვიჩ-დანჩენკო, კნიპერ-ჩეხოვა, პროკოფიევი, იგუმნოვი, კაჩალოვი - თბილისის სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი ლეგენდები, ვისი ხილვაც მშვიდობიან დროს მხოლოდ საოცნებო იყო.

16 წლის კოტე ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, მთელი ღამე მილიციის განყოფილებაში აყურყუტეს. მან დაარღვია კომენდანტის საათი, შუაღამემდე, უსმენდა კაჩალოვი როგორ კითხულობდა სცენაზე.ამის შემდეგ გადაწყვტა მსახიობი გამოსულიყო.


image


რაც შეეხება კომენტატორის ჯიხურს, ამ შემთხვევაში სულ სხვა ვარიანტი იყო, არც უფიქირა, პირიქით წინააღმდეგობაც კი გაუწია, მაგრამ დაარწმუნეს.

1957 წელს როდესაც თბილისში ამერიკელი კალათბურთელები ჩამოვიდნენ და თამაშზე კომენტარის გამკეთებელი არავინ იყო... კოტეს მიადგნენ, მოდი კოტე იყოს წამყვანი - მსახიობია, თან ენაწყლიანი და უყვარს სპორტიო.

მერე კიდევ ერთხელ დაარწმუნეს 1960 წელს, როცა სინიავსკი თბილისის "დინამოსა" და "პახტაკორის" მატჩის წინ გაუჩინარდა (სისუსტე ჰქონდა - უცებ მოუვლიდა და უჩინარდებოდა). ოზეროვმა დაურეკა დედაქალაქიდან: „კოტე, მიშველე“. – „უარზე ვარ: კარგი რა, ასეთი აქცენტით!“-უპასუხა კოტემ.. "დამეხმარე!"არ ეშვებოდა ოზეროვი, ასე გახდა მახარაძე რესპუბლიკურიდან საკავშირო კომენტატორი.

image


დიახ-აქცენტი. სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობას წერილებს უგზავნიდნენ: „მოაშორეთ რა ეს ქართველი, სტალინი არ კმაროდა?“. მაგრამ ფაქტი ერთია, ქვეყნის დიასახლისები კოტეს სიამოვნებით უსმენდნენ. ხმა ხავერდოვანი. როგორც კარგი ქართული ღვინო. იქ პაუზას გააკეთებდა, იქ ჩურჩულებდა, მერე წამოიყვირებდა.

"მიხარია, რომ დიასახლისებს ვანიჭებ შვებას, რომლებსაც ფეხბურთი არც კი აინტერესებს", - იხუმრა მან.

კოტემ გაიხსენა, ერთხელ მოსკოვში როგორ მიუახლოვდა მას წარმოუდგენელი სილამაზის ქალი:

”ის მეუბნება:” თუ იცოდი ... ”- და თვალებში ცრემლები მოადგა....ვფიქრობ ახლა სიყვარულში გამომიტყდება, ბედნიერებისგან, დავდნები, გული წამივა.. მაგრამ ის აგრძელებს: „თქვენ რომ იცოდეთ, როგორ უყვარხართ ჩემს დედამთილს“.

"მე ერთადერთი კაცი ვარ მსოფლიოში, რომელმაც საკუთარ სახლში შექმნა თეატრი და სიდედრის სახელი დაარქვა" - და ეს არ იყო კოტეს მორიგი ხუმრობა.

სიდედრი - ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც ბრიტანელებმა შეიყვანეს ХХ საუკუნის საუკეთესო მსახიობ ქალთა სიაში. ერთხელ ვერიკომ დადგა სპექტაკლი "ურიელ აკოსტა", მთავარი როლები კი ქალიშვილს სოფიკო ჭიაურელს და კოტე მახარაძეს გადასცა... და ასე დაიწყო მათი სიყვარული თამაშით, თუმცა ერთმანეთს მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იცნობდნენ.

image


კოტე უკვე ორჯერ დაქორწინებული იყო, ჰყავდა შვილები. ჭიაურელიც გათხოვილი, ორი ვაჟიშვილი. სოფიკო დიდი ხნის განმავლობაში უარობდა იმ იმედით, რომ შეინარჩუნებდა ოჯახს, მაგრამ ვერ გაუძლო. კოტე ჩუქნიდა მას წიწილებს, ფარშევანგს, ჩოჩორს - იცოდა კოტემ, რომ სოფიკო ცხოველებს აღმერთებდა. საღამოს მატარებელში ჩასვამდა, თვითონ თვითმფრინავის ბილეთს იყიდიდა და მივფრინავდა, რათა დილით ბაქანზე დახვედროდა და ყვავილები ეჩუქებინა - სოფიკოს უყვარდა სიურპრიზები.


image

„ნათესავები და მეგობრები არ ელოდნენ სიტუაციის ასეთ შემობრუნებას: როგორ უნდა მივატოვო ჩემი ახალგაზრდა სიმპათიური ქმარი ამ ბებერი და საშინელი კოტე მახარაძის გულისთვის?! მაგრამ ეს მოხდა. ”(სოფიკიო ჭიაურელი)

კოტე მახარაძე უკვე 54 წლის იყო, ხოლო ჭიაურელი - 43-ის.

ბოლოს და ბოლოს, მის გამო მან დაიწყო ფეხბურთის ყურება - კოტე რეპორტაჟის დროს საიდუმლო კოდს იყენებდა, სოფიკოსთან პაემნის დასანიშნად.

როცა "დინამო" თბილისმა დიუსელდორფში თასების მფლობელთა თასი მოიგო, როემლიც კოტეს მიჰყავდა, სოფიკო პატარა გოგოსავით ღამის ორ საათზე ქუჩაში გაიქცა სადღესასწაულოდ და გულშემატკივრებთან ერთად კასრიდან ღვინო დალია.

image

"Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна! " - ჩასძახა მიკროფონში მახარაძემ საფინალო სასტვენის შემდეგ, რომელიც ლეგენდარულ საკულტო სიტყვებად იქცა, თუმცა მანამდე იყო არანაკლებ ისტორიული რეპორტაჟი ტაშკენტიდან 1964 წელს, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად, როდესაც თბილისის "დინამო" პირველად გახდა სსრკ-ს ჩემპიონი.

0
1767
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1767
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0