x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"თან ომის გმირიო, კაცოო… ამის საქმენი საგმირონი 2008-ში ჯარისკაცებს ჰკითხეთ" - ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბერლინში დაკავებული გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მას ირონიულად გენერლად არა, მაგრამ აი "შავი ზღვის აკვატორიის გენერალ-გუბერნატორად" კი ნამდვილად მოიხსენიებს:


"გენერალიო. გენერალი არა, რიონის ფლოტის ადმირალი და შავი ზღვის აკვატორიის გენერალ-გუბერნატორი. 2007 წლიდან დღემდე რომ გრძელდება ასეთი გენერლების შტამპვა ქსეროქსზე გადაღებულივით, იმიტომაა ჯარში საქმე კარგად. თან ომის გმირიო, კაცოო… ამის საქმენი საგმირონი 2008-ში მისი ბრიგადის ჯარისკაცებს ჰკითხეთ – წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.


შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს. ის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო ძებნილი. საქართველოს გენერალური პროკურატურა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.




0
1396
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1396