საზოგადოება ქალმა შემთხვევით ბრილიანტის ბეჭედი 1 ფუნტ სტერლინგად იყიდა 2021, 21 დეკემბერი, 10:07 ВВС არხის ბრიტანული შოუს Antiques Roadshow სტუმარი ქალბატონი გაოცებული დარჩა იმ ცნობით, რომ ბეჭედი, რომელიც მან ადგილობრივ საქველმოქმედო მაღაზიაში 1 ფუნტ სტერლინგად შეიძინა, სინამდვილეში 2 000 ფუნტი სტერლინგი ღირს, იტყობინება Mirror. ჯონ ბენჯამინი, საიუველირო ნაკეთობათა ექსპერტი, რომელმაც სამკაული შეისწავლა, არანაკლებ გაოცებული დარჩა, როცა დაადგინა, რომ ნაკეთობის ქვები ბრილიანტი და ლალებია. ბრიტანელი ქალბატონის სიტყვებით, ბეჭედი, რომელიც ძალიან მოეწონა, სხვა ბიჟუტერიასთან ერთად შეიძინა, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, სინამდვილეში რა შეიძინა. "მე ვიფიქრე, რომ ეს ლამაზი ბეჭედია შუშის ლამაზი ქვებით"-ამბობს იგი. ექსპერტმა აუხსნა ქალს, რომ ბეჭდის უკანა მხარის ორნამენტი მზის სხივების ეფექტით, ტიპიურია 1790-1800 წლებში დამზადებული საიუველირი ნაკეთობებისთვის. მოცემული ოქროს ბეჭედი დამზადებულია ინდოეთში. სხვა სიტყვებით, ეს ინდოელი მდიდრების ბეჭედია, რომელიც 200 წლის შემდეგ, როგორღაც საქველმოქმედო მაღაზიაში მოხვდა. "თქვენი ერთი ფუნტი სტერლინგი 2 000 ფუნტი სტერლინგი ღირს"-თქვა მან ბოლოს. Antiques Roadshow-ბრიტანეთის სატელევიზიო პროგრამაა, რომლის ანტიკვარიატის შემფასებლები გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა რეგიონებში დადიან ანტიკვარიატების შესაფასებლად. შოუს ექსპერტების ჯგუფში დაახლოებით 60 ადამიანია, რომელთა შორის არიან სურათების, ხელნაწერების, სამკაულების, საათების, ავეჯის და მრავალი სხვა ექსპერტი.
გადახედეთ:სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.) რეპერი, რომელსაც ოქროს თმები გადაუნერგეს (+ვიდეო) რატომ ემტერებიან კატები საახალწლო ნაძვის ხეებს? (+ვიდეო) ყველაზე სასაცილო და სულელური საახალწლო მორთულობები ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ კატა და ზამთარი-შეუთავსებელი ცნებებია რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა? ცნობილი სახეები, რომლებიც გიჟდებიან თავის ოთხფეხა მეგობრებზე ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები? არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან
421 3-ს მოსწონს
|