საქართველო თუ არ შევიცვლებით არაფერი გვეშველება. 2012, 15 სექტემბერი, 14:47 "სანამ წითელზე გაჩერებას არ ვისწავლით, სანამ დილით ადრე ადგომა დაგვეზარება, სანამ ტელევიზიასთან ქუჩას კალიასკიანი ბავშვებით გადავჭრით, სანამ ჩვენი ცნობიერებიდან სიტყვა" გლეხი" არ ამოვარდება და სნობიზმს არ დავძლევთ, სანამ ფიზიკური შრომა "ტეხავს" და ფამუქს სვეწკობის გამო ვკითხულობთ, სანამ ვაკელობა უკვე სტატუსია და IPHONE -ს ქონა უფრო მაღალი სტატუსი, სანამ ჯიპებიდან რაღაცნაირი მზერა გვაქვს, სანამ შემოდგომიდან კითხვებს ვსვამთ "ახალ წელს რას აპირებ?" სანამ საწინააღმდეგო აზრის პატივისცემას არ ვისწავლით და გულისამრევ რადიკალიზმს არ დავძლევთ - იქამდე არაფერი გვეშველება. 41 2-ს მოსწონს 1-ს არა
|