სხვა რატომ ემტერებიან კატები საახალწლო ნაძვის ხეებს? (+ვიდეო) 2021, 18 დეკემბერი, 10:12 ის, რომ კატებს არ შეუძლიათ საახალწლო ნაძვის ხის ქრაშ-ტესტის (საავარიო გამოცდა) გარეშე ცხოვრება, ალბათ ყველამ იცის. რატომ აღვიძებს მხეცს, ყველაზე წყნარ კატაშიც კი, საახალწლო დღესასწაულის ეს უსულო ატრიბუტი? მოდით გავერკვეთ. დავიწყოთ იმით, რომ კატისებრთა ოჯახიდან ყველა, განურჩევლად ზომისა და ბინადრობისა, ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. ეს თავისებურება ბევრი მტაცებლისთვის არის დამახასიათებელი, რაც მათ ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად გარკვევაში ეხმარება. ნაძვის ხე-ახალი და საკმაოდ მსხვილი ობიექტია ოჯახში, რომელიც სრულიად საფუძვლიან ინტერესს უჩენს სახლის ყველა ბინადარს. მაშ რატომ უნდა დააიგნოროს კატამ? სრულიად შესაძლებელია, რომ, თუ მორთული ნაძვის ხეები, ჩვენს სახლებში მთელი წლის განმავლობაში იქნებოდა, მაშინ ისინი კატების ინტერესს დაკარგავდნენ და მარადიულ წინააღმდეგობას წერტილი დაესმებოდა. მაგრამ საეჭვოა, მთელი წლის განმავლობაში ვინმემ სახლში გააჩეროს ეს საახალწლო ატრიბუტი და სრულიად გასაგებია, რატომ. მეორე მიზეზი მათი დაინტერესებისა, იმალება მონადირის ინსტიქტებში. მოკაშკაშე ნათურებით მოელვარე ხე უბრალოდ ნადირობის ან თამაშის ობიექტი ხდება. ამასთან, ნაძვის ხის წარუმატებელი შედეგის ალბათობა უკუპროპორციულია ცხოველის ასაკისა, ანუ რაც უფრო პატარაა კატა, თავისი ცხოვრების მანძილზე რაც უფრო იშვიათად უნახავს ეს საახალწლო საოცრება, მით უფრო სახიფათოა ის სადღესასწაულო დეკორისთვის.
ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კატისა და ნაძვის ხის უსაფრთხოებაზე, მფლობელს ეკისრება. ნაწილობრივ მაინც რომ მოაცილოთ ეს ორი სუბიექტი ერთმანეთს, სხვადასხვა ხერხები არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად ეფექტური სამწუხაროდ მხოლოდ სრული იზოლაციაა. იმისთვის, რომ ცხოველის ზიანი შევამციროთ, შეიძლება რამდენიმე არართული ზომის მიღება. პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ ხის მაქსიმალური სიმყარე, რათა ყველაზე ძლიერმა შეტევამაც კი ვერ შესძლოს მისი წაქცევა. დიდი პრაქტიკის მქონე კატის მეპატრონეები არ გვირჩევენ "წვიმებისა" და "ბლიოსტკების" გამოყენებას. რა თქმა უნდა ეს იმოქმედებს დღესასწაულის ესთეტიკურ მხარეზე, სამაგიეროდ დაუგეგმავი დალაგებისგან გაგანთავისუფლებთ, რომელიც ახალ წელს სრულიად შეუსაბამოა. კიდევ ერთი ზომა (ამბობენ ძალიან ეფექტური) არის ნაძვის ხის შესხურება სპეციალური, ციტრუსების სურნელის აეროზოლებით. კატებს არ უყვართ ასეთი არომატები და ცდილობენ შორს იყვნენ მათგან. თუ ვერ მოასწარით მსგავსი საშუალებების მომარაგება, შეიძლება მანდარინისა და ფორთოხლის ქერქების გამოყენებაც, რომელიც ნაძვის ქვეშ უნდა მოათავსოთ, რა თქმა უნდა შენიღბოთ კიდეც. კატის მფლობელების სხვა ორიგინალური ვარიანტებიც ნახეთ: არის კიდევ ერთი ვარიანტი-დავდგათ ნაძვის ხე, რომელსაც კატა ვერ გაუმკლავდება ხის გაბარიტების გამო. მაგალითად ისეთი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელმა დადგა სახლში, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შესდგება.
გადახედეთ:ყველაზე სასაცილო და სულელური საახალწლო მორთულობები ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ კატა და ზამთარი-შეუთავსებელი ცნებებია რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა? ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა ცნობილი სახეები, რომლებიც გიჟდებიან თავის ოთხფეხა მეგობრებზე ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები? არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ
146 5-ს მოსწონს
|