საბუნებისმეტყველო ჩიტების გალობა პირველად ისტორიაში ჰიტ-აღლუმების ტოპ-5-ში მოხვდა ადელის და ABBA-ს გვერდით 2021, 17 დეკემბერი, 19:36 ალბომი, სახელწოდებით Songs of Disappearance, რომელიც შეიცავს იშვიათი ფრინველების გალობას, მე-5 პოზიცია დაიკავა ავსტრალიის 50 საუკეთესო ჩანაწერების სიაში, იუწყება ABC News-ი. აღსანიშნავია, რომ Songs of Disappearance არის ამ ფორმატის პირველი ალბომი, რომელმაც მოახერხა ARIA-ს ტოპ 5 ალბომში მოხვედრა. ერთ კვირაში გაიყიდა დისკის სამ ათასზე მეტი ეგზემპლარი. პოპულარობით მან აჯობა ლეგენდარული შვედური ჯგუფის ABBA-ს ახალ ალბომს, ჯასტინ ბიბერის, ტეილორ სვიფტის, მერია ქერის, ელტონ ჯონის, ადელის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ალბომებს. პროექტი შთაგონებული იყო ორგანიზაცია BirdLife-ით, რომელმაც ავსტრალიის გადაშენების პირას მყოფი ფრინველების შესახებ მოხსენება გააკეთა. ალბომი მოიცავს 53 კომპიზიციას, რომლებიც ველური ბუნების ჩამწერის ექსპერტმა დევიდ სტიუარტმა 40 წლის განმავლობაში მწვანე კონტინენტის შორეულ კუთხეებში მოგზაურობისას ჩაწერა. ალბომის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი მოხმარდება BirdLife Australia-ის კონსერვაციას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა ავსტრალიაში ცხოველი აღმოაჩინეს, რომელსაც 1306 ფეხი აქვს. მრავალფეხა ეკუთვნის ახალ სახეობას, რომელსაც სახელი Eumillipes persephone დაარქვეს, ქვესკნელის ძველი ბერძნული ქალღმერთის, პერსეფონის მიხედვით. 83 2-ს მოსწონს
|