x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
10 ცნობილი ქალი, რომელსაც ყველაზე ბევრი მამაკაცი ჰყავდა, პირველი ადგილი - 76 ექს-ბოიფრენდი?!

image


ადამიანებს ყოველთვის აქვთ დიდი ინტერესი სხვა ადამიანების ურთიერთობების, ინტრიგებისა თუ განქორწინებების მიმართ. მათ უმრავლესობას დეტალურად აინტერესებს მეზობლების, მეგობრების, ნაცნობებისა თუ ნათესავების პირადი ცხოვრება. ამ სიაში რასაკვირველია, ცნობილი სელებრითებიც ხვდებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი იმდენად ხშირად იცვლის პარტნიორებს, რომ მათი რომანებისთვის თვალყურის დევნებას თაყვანისმცემლებიც კი ვერ აუდიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდის 10 ცნობილ ქალბატონს, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ყველაზე ბევრი მეგობარი მამაკაცი ჰყავდა.





10. ჯენიფერ ენისტონი - 13 ბოიფრენდი


image


როგორც ჩანს, 13 ბევრი ვარსკვლავისთვის საკმაოდ ბედნიერი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ენისტონი ახლა გათხოვილი არ არის, ვერასოდეს იქნებით დარწმუნებული, რას გიმზადებთ მომავალი.



9. ემა უოტსონი - 14 მეგობარი მამაკაცი


image


ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ჰარი პოტერის მოკრძალებული მეგობარი გოგონა უკვე 31 წლისაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ემა ძირითადად, ნაკლებად ცნობილ ბრიტანელ ბიჭებს ხვდებოდა, თუ არ ჩავთვლით ტომ ფელტონს, რომელიც ჰარის ყველაზე დაუძინებელ მტერს - დრაკო მალფოის თამაშობდა.




8. კამერონ დიასი - 23 ყოფილი მამაკაცი


image


დღესდღეობით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი მუსიკოსს ბენჯი მედენთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, ხოლო რომანების რაოდენობით, რომელიც მთლიანობაში 20-ზე მეტს შეადგენს კამერონმა ყველაზე "ცუდი მასწავლებლის" როლი სრულად გაამართლა.



7. კიმ კარდაშიანი - 24 მეგობარი მამაკაცი


image


ამ ლამაზმანის ყოველ მორიგ თავგადასავალზე ყველა ტაბლოიდური გამოცემა გუგუნებდა. დღესდღეობით, რეალითი შოუს სკანდალური ვარსკვლავი 4 შვილს აწ უკვე ყოფილი მეუღლის, ქანიე უესტის გარეშე ზრდის.



6. ბრიტნი სპირსი - 25 ყოფილი მამაკაცი


image


ცნობილ ვარსკვლავს 25 თაყვანისმცემელი ჰყავდა. ამერიკელმა პოპ-მომღერალმა 40 წლის განმავლობაში მრავალი აღმავლობა და დაღმასვლა განიცადა როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურადაც.




5. უაინონა რაიდერი - 26 ყოფილი მამაკაცი


image


ჰოლივუდში ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ვაინონა რაიდერმა ჯონი დეპიდან მეტ დეიმონამდე სულ 25 მეგობარი ბიჭის გამოცვლა მოასწრო.




4. რიანა - 26 ექს- მეგობარი


image


რიანას წარსულში ურთიერთობა 26 მამაკაცთან ჰქონდა, რომელთა შორისაც იყვნენ ჯეი ზი, დრეიკი, ლეონარდო დიკაპრიო და არაერთი სხვა ცნობილი სელებრითი.




3. მადონა - 36 ყოფილი მამაკაცი


image


63 წლის პოპ-დედოფლის ანგარიშზე სულ რაღაც 36-ზე მეტი მამაკაცი მოდის...




2. პერის ჰილტონი - 53 ყოფილი მამაკაცი


image


დიახ, დიახ, სულაც არ მოგჩვენებიათ - 53 მეგობარი ბიჭი, 2000 -იანი წლების ყველაზე ცნობილი ქერა ლამაზმანი სკანდალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ისეთ ცნობილ მამაკაცებს ხვდებოდა, როგორებიც - კიდ როკი, ედვარდ ფერლონგი და კრიშტიანუ რონალდუა.





1. ლინდსი ლოჰანი - 76 ყოფილი მამაკაცი


image


ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა 35 წლის განმავლობაში ჰოლივუდის ამ ყველაზე სკანდალურ სელებრითს სულ 76 მამაკაცი ჰყავდა! და ეს ვარსკვლავებს შორის აბსოლუტური რეკორდი გახლავთ!




0
1079
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1079